in

კომპანია ASBIS, ქართულ ბაზარზე, iPhone XS და iPhone Xs Max-ის მოწოდებას იწყებს

საქართველოში, 21 სექტემბრიდან, iPhone-ის ახალი მოდელების წინასწარი შეკვეთები იწყება. iPhone Xs და iPhone Xs Max-ის შეძენას კი, მომხმარებლები, 28 სექტემბერიდან შეძლებენ.

„iPhone-ის ახალი მოდელები, საქართველოში, ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალური გლობალური გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, ანუ გაყიდვების მეორე ტალღაში. ეს არის შესაძლებლობა, მომხმარებლებმა შეიძინონ iPhone-ის უახლესი მოდელები, Apple-ის ადგილობრივი ავტორიზირებული წარმომადგენლებისგან. ანუ, აღარ იქნება საჭირო, შეძენის „ტრადიციული“ არაოფიციალური გზები, რომელიც უკავშირდება ზედმეტ ხარჯებს და არაოფიციალურ გარანტიას“.

კოპმანია ASBIS-ის ინფორმაციით, რომელიც Apple-ის პროდუქციის ავტორიზებული დისტრიბუტორია საქართველოში, წინა წლებში ბრენდის ახალი პროდუქციის შეძენა „შავ ბაზარზე“ უფრო ადრე იყო შესაძლებელი, ვიდრე ოფიციალური გაყიდვები დაიწყებოდა. თუმცა, ასეთი პროდუქციის ფასი გაცილებით მაღალი იყო.

„მიუხედავად მაღალი ფასისა და პროდუქტის წარმომავლობისა, მომხმარებლები ყოველთვის მზად იყვნენ, გადაეხადათ მეტი და პირველებს მიეღოთ Apple-ის ახალი მოდელები. ამის აუცილებლობა აღარ არის. წელს საქართველო შევიდა იმ დაწინაურებულ ქვეყნებს შორის, სადაც გაყიდვების მეორე ტალღა იწყება. ამ სიაში კი, მხოლოდ 29 ქვეყანა შედის. ამიტომ, ჩვენ,  რეკომენდაციას ვუწევთ საქართველოში პროდუქცია შეიძინონ მხოლოდ Apple-ის ავტორიზირებულ პარტნიორებთან. ესენია: iSpace, ALTAOKAY, itechnics, Aerosoft და Elit Electronics“.

კომპანია iSpace-ის წარმომადგენლების თქმით, გაყიდვების  მეორე ტალღაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ მომხმარებელებს, „შავ ბაზარზე“, არაოფიციალური პროდუქციის შეძენა აღარ მოუწევთ.

„ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ საქართველოს დროშა პირველად გამოჩნდა Apple-ის პრეზენტაციაზე კუპერტინოში და ასევე გადმოინაცვლა გაყიდვების მეორე ტალღაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორის, კომპანია ASBIS-ის დახმარებით, მოცემულ მოვლენაში დიდი როლი ითამაშა iSpace-ის მაღაზიის გახსნამ, რომელიც  საქართველოში ერთადერთია Apple Premium Reseller-ის სტატუსით“.

როგორც  iSpace-ში ამბობენ, მათთან მომხმარებლებს შეუძლიათ, ოფიციალური პროდუქცია გარანტიით შეიძინონ და განვადების შეღავათიანი პირობებით ისაგრებლონ.

„მეორე ტალღაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ მომხმარებელებს აღარ მოუწევთ შეიძინონ „შავ ბაზარზე“  არაოფიციალური პროდუქცია და გადაიხადონ მასში გაცილებით მეტი თანხა“.

[R]

თუ გინდათ თქვენი გოგონა წარმატებული იყოს, ბავშვობაშივე დაუწესეთ მაღალი მოთხოვნები

ალმათიდან ბათუმში – ყაზახი მარკეტერის ისტორია, ანუ თაფლაკვერების სტარტაპი „ჩიტო გვრიტო“