in

საფეხბურთო კლუბი „ბარნლი“ ტალანტებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოიძიებს

Bank of Georgia
Bank of Georgia

საფეხბურთო კლუბი „ბარნლი“ პრემიერლიგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც მომავალ ვარსკვლავებსა და ტალანტებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოიძიებს. კლუბსა და კომპანია “Aiscout-ს“ შორის, ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. სპეციალური მობილურის აპლიკაცია სრული დატვირთვით მუშაობს და „კლარეტები“ საფეხბურთო სამყაროში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად მზად არიან.

რა არის Aiscout ? – ეს არის სრულად ავტომატიზებული ტალანტების საიდენტიფიკაციო პლატფორმ როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალური კლუბებისთვის. სისტემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფუნქციონირებს და მონაცემებს მისი ლოგიკით ამუშავებს.

რატომ „ბარნლი“? – ბარნლი ინგლისურ ელიტაში საშუალოზე დაბალი დონის კლუბია, შედარებით მოკრძალებული ბიუჯეტითა და ფინანსური რესურსებით. კლუბში ფიქრობენ, რომ ნაკლები ადამიანური რესურსითა და თანხით, აღნიშნული ინიციატივით მეტ სარგებელსა და დადებით შედეგებს ნახავენ. ფეხბურთში სკაუტინგის სისტემის აწყობა და ფუნქციონირება საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა, თან ინგლისური კონკურენციის ფონზე. ეს ინოვაცია კი, „ბარნლისთვის“ ახალი შანსი და დამატებითი შესაძლებლობაა.

როგორ მუშაობს აპლიკაცია? – აპში დარეგისტრირებული ფეხბურთელი საწყის ეტაპზევე შეიძლება, განხილული იყოს, როგორც „ბარნლის“ პოტენციური ახალწვეული და მისი აკადემიის წევრი. სხვადასხვა დავალების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულების ფონზე სისტემა უფრო ახლოს ეცნობა ტალანტს, მასზე წარმოდგენას იქმნის, კონკრეტულ მონაცემებს ამუშავებს და აანალიზებს, რაც შემდეგ რეპორტების სახით, კლუბს მიეწოდება. ხელოვნური ინტელექტის მიერ გაცემული რეკომენდაციებითა და შეფასებებით ფეხბურთელი შემდეგ ეტაპზე გადადის და კლუბი აქცენტს კონკრეტულ, საინტერესო კადრებზე იწყებს. „ბარნლიში“ ფიქრობენ, რომ მომდევნო წლებში კლუბში გამორჩეული და საინტერესო თაობა მოიყრის თავს, რომლებიც პერიოდულად აკადემიის ეტაპის შემდეგ, თავს მთავარ გუნდშიც დაიმკვიდრებენ.

როგორ გავხდეთ თიბისის მომხმარებელი, ფილიალში მისვლის გარეშე, 90 წამში?

Glassdoor სამუშაოდ საუკეთესო კომპანიების სიას აქვეყნებს