ყოველ ოჯახში მოიძებნება ერთი ისეთი ადამიანი, რომელსაც შობა ხარჯების გამო არ უყვარს… სწორედ ამ უნივერსალურ ინსაითზე აგებს ასდა კამპანიას, გრინჩებად წარმოიდგენს მათ და განწყობის შეცვლას დაბალი ფასებით ცდილობს.
„თქვენს ჩვეულ შრომისმოყვარე ოჯახს შობა უყვარს, მაგრამ ფასების ირგვლივ ყოველთვის არსებობს გარკვეული შფოთვა. კვლევა დაახლოებით 500 ოჯახზე ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ თუ 90%-ისთვის ეს პერიოდი სიამოვნებას უკავშირდება, 70% ხარჯების გამო შფოთავს. ამიტომ კამპანიაც ამ რეალობას ასახავს, ოღონდ მეტად მხიარული, რელევანტური გზით“, — განმარტავს ადამ ზავალისი, ასდას მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.
აქ კამპანიის ჩაშვების დროც მნიშვნელოვანია: წელს გრინჩი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, ასდა კი უკვე ბევრი წელია, რაც გრინჩის ოფიციალურ პროდუქციას ჰყიდის. ერთსაც გეტყვით, რეკლამაში გრინჩი ასდას მწვანე ფერისაა, ამიტომ ალბათ, არც მისი სადღესასწაულო შოპინგში ჩართვა უნდა გაგვიკვირდეს:
კამპანიაზე Lucky Generals-მა იმუშავა.











