in

„საშობაო სამზადისი ოფიციალურად დაიწყო“ — Asda-ს რეკლამა

შემოდგომის მეორე თვე ის პერიოდია, თან სეზონის შესაბამის განწყობას რომ ინარჩუნებ და თან ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულისკენ მიგიწევს გული. ბოლომდე ვერც აცნობიერებ, როდიდან „შეგიძლია“ საახალწლო სიმღერების ბოლო ხმაზე, „თამამად“ ჩართვა ან თემატური ფილმების ყურება. თუმცა ნელ-ნელა ყველას ერთიანად გვეპარება აზრი, რომ აი, დღეიდან ეს სრულიად ბუნებრივი იქნება!

BOG

სწორედ მსგავს ნარატივს ეფუძნება გაერთიანებული სამეფოს სუპერმარკეტების ქსელ Asda-ს საშობაო რეკლამა. თანამშრომლები მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ უბრალო სივრცე სადღესასწაულო ნივთებით გაივსო. ერთ-ერთი ჩაკეტილი ოთახიდან კი უცნაური „ღმუილი“ ისმის. საბოლოოდ, ამ კარსაც გააღებენ და მაიკ ბუბლეიც იწყებს სიმღერას: It’s Beginning to Look Lot Like Christmas…

Doritos ხრაშუნის ხმას ხელოვნური ინტელექტით აქრობს

საინტერესო პოდკასტი l მუსიკალური მოწყობილობები Designed In Georgia