in ,

აშშ-ის 250 წლის იუბილეზე ცნობილმა დიზაინერებმა შტატების დროშები გადააკეთეს

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით Vogue-მა და ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭომ (CFDA) მასშტაბური პროექტი “United Flags of Fashion” წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის შტატებისა დროშების ინტერპრეტაცია ცნობილ ამერიკელ დიზაინერებს მიანდეს.

BOG
BOG

ინსტალაცია ნიუ-იორკის Rockefeller Center-ის ცნობილ მოედანზე, The Rink-ის თავზეა განთავსებული და 2026 წლის 4 სექტემბრამდე დარჩება. საერთო ჯამში, გამოფენაზე წარმოდგენილია 130 დროშა, რომლებიც 50 შტატს, ვაშინგტონსა და აშშ-ის ხუთ ტერიტორიას წარმოადგენს.

პროექტში მონაწილეობენ ამერიკული მოდის ინდუსტრიის ყველაზე ცნობილი სახელები: Ralph Lauren, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Michael Kors, Carolina Herrera, Vera Wang, Donna Karan, Thom Browne, Tory Burch, Prabal Gurung, Kenneth Cole და სხვები.

კოლორადო – Ralph Lauren

თითოეულმა მათგანმა საკუთარი შტატის ისტორია, კულტურა, ბუნება, ტრადიციები და ადგილობრივი იდენტობა შეისწავლა, რის შემდეგაც მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია შექნა.

ზოგიერთმა დიზაინერმა საკუთარი გამოცდილებაც ჩართო. მაგალითად, Cynthia Rowley-მ, რომელიც ილინოისში გაიზარდა, ნამუშევარში ჩიკაგო, შტატის სოფლის გარემო და აბრაამ ლინკოლნისადმი მიძღვნილი სიმბოლოც გააერთიანა.

ტენესის ინტერპრეტაციისას Public School-ის დამფუძნებლებმა ტრადიციული სამი ვარსკვლავი ერთი დიდი ვარსკვლავით ჩაანაცვლეს და კლასიკური წითელი ფერიც შეცვალეს.

კოლორადოსთვის Ralph Lauren-ის ვერსია ღრმა ინდიგოსა და სპილოსძვლისფერს აერთიანებს. კომპოზიციაში ჩანს ცხენოსანი, მთები და რანჩო, რომელიც თავად დიზაინერის საკუთრებასაც მოგვაგონებს.

ჯორჯიაზე Carolina Herrera-მ იმუშავა და დროშის მთავარ ელემენტად მაგნოლია აირჩია – შტატის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.

ნიუ-იორკისთვის Calvin Klein-მა დროშა მინიმალისტურ სტილში წარმოადგინა. დიზაინის მთავარი აქცენტი მკვეთრ ტიპოგრაფიასა და სიმარტივეზეა, რაც ისტორიულ სიმბოლოს თანამედროვე ვიზუალურ ენად გარდაქმნის.

თუმცა ნიუ-იორკს Michael Kors-ის ვერსიაც აქვს, რომლითაც მოდის სახლმა ერთ კომპოზიციაში გააერთიანა ნიუ-იორკის ცათამბჯენები, წყალი, მთები და მზე. ოფიციალური დროშის ფერებით შექმნილი დიზაინი ერთდროულად ასახავს როგორც ნიუ-იორკის ენერგიას, ისე Adirondacks-ის, Montauk-ისა და Lake Placid-ის ბუნებრივ ლანდშაფტებს.

Tommy Hilfiger

ნიუ-იორკის დროშებზე იმუშავეს Tommy Hilfiger-მა და Vera Wang-მაც.

პროექტის ავტორების თქმით, “United Flags of Fashion” მხოლოდ დროშების ვიზუალური განახლება არ არის, ის ამერიკის მრავალფეროვანი იდენტობის, ისტორიისა და კულტურის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. კოლექცია ამერიკული შემოქმედების, ინდივიდუალობისა და მრავალფეროვნების გამოხატულებაა.

საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა – ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის

როგორ გამოიყენეს Guinness-მა, Corona-მ და Spotify-მ ჩვეულების ძალა ბრენდინგში