in

“აშკარად სექსუალური” – ასე განმარტავს Facebook ქსელში დაბლოკილ ძროხის ფოტოს

ამან შესაძლოა, სოციალური ქსელი საგრძნობლად დააზარალოს

Facebook-მა პიროვნებას,სახელად მაიკ ჰოლი, რომელსაც ველური ბუნების, პეიზაჟებისა და შენობების კადრების ამსახველი ფოტოები ჰქონდა, “აშკარად სექსუალური” შინაარსის შემცველობის გამო, ფოტომასალა დაუბლოკა.

როგორც ჩანს, სოციალური ქსელი მის ფოტოებს მაშინ ბლოკავს, როდესაც მაიკი მათ რეკლამად გამოყენებას ცდილობს და მიუხედავად “ბრალდებისა”, მისი აზრით, 400 ფოტოდან არც ერთი მათგანი არ იყო რაიმე სახის რისკის შემცველი.

საინტერესოა, როგორ განმარტავს Facebook უინჩესტერში მცხოვრები ფოტოგრაფის სხვადასხვა სარეკლამო სურათების აკრძალვას:

  • ნეონის ნიშანი “დისკოს” წარწერით ხელს უწყობდა ალკოლოჰოლის აქტივიზაციას.
  • ჰონგ კონგის ჰორიზონტი უარყოფილია იმ მოტივით, რომ თავად ფოტოზე “არაფერი იყო გასაყიდი”
  • ფეიერვერკის ფოტო დაიბლოკა იარაღის პოპულარიცაზიის პრევენციისთვის.
  • მაღალსართულიანი ფოტო დაიბლოკა, როგორც “აშკარად სექსუალური” კონტენტი.

გარდა კონკრეტული ფოტოების დაბლოკვისა, მაიკს გარკვეული პერიოდით სრულად შეეზღუდა რეკლამის განთავსების უფლება, რასაც Google გამოეხმაურა და ფოტოგრაფს “ერთი-ერთზე” შეხვედრა შესთავაზა, რათა გაევლო ინდივიდუალური პრაქტიკა, თუ როგორ უნდა მართოს საკუთარი სარეკლამო პარამეტრები.

“მე გავუძლებ” – ამბობს მაიკ ჰოლი. ის არ აპირებს, უარი თქვას სოციალურ ქსელში მცდელობებზე. “მხოლოდ Google-ს ვერ დაეყრდნობი, რადგან რაც შეიძლება, მეტი არხი გჭირდება – განსაკუთრებით, პანდემიის დროს, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ კაფეებში საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაცია შეუძლებელია”.

მოცემული ფოტოც “აშკარად სექსუალურობის” მიზეზით დაიბლოკა

როგორც იცით, რეკლამა Facebook-ის შემოსავლების აბსოლუტურ უმრავსელობად იქცა და ანალიტიკოსების თქმით, დიდი პროცენტი მცირე ბიზნესების წარმომადგნლებზე მოდის. მსგავსი პოლიტიკით და ალოგიკური დაბლოკვის ფაქტებით კი შესაძლოა, სოციალური ქსელი საგრძნობლად დაზარალდეს.

9 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა!

TalTech, ესტონეთში სწავლის შესახებ „ონლაინ“ ვებინარს ატარებს