in

„ეს შენი სახლია“ – როგორ შექმნა სააგენტო CONTACT-მა მუსიკალური ვიდეორგოლი

რამდენი რეკლამა გეგულებათ, რომლის ყურებაც ისე, უბრალოდ, მუსიკალური ფონის გამო ისევ და ისევ მოგინდებოდათ? ვფიქრობთ, დღეიდან, ეს ვიდეორგოლი მათ რიცხვს შეემატება. Ashley Homestore-მა და ვიდეოკონტენტ სააგენტო CONTACT-მა, გადაწყვიტეს მაყურებლისთვის უბრალოდ კარგი განწყობა შეექმნათ და გადაიღეს რეკლამა „რეკლამის გარეშე“. ვიდეორგოლი „ეს შენი სახლია“ იმ ემოციებზე გვიყვება, რაც სახლთან და კომფორტთან, მშვიდ გარემოსთან, სიმყუდროვესა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობასთან ასოცირდება. ვიდეორგოლის გამორჩეული ნაწილია კომპოზიცია, რომელსაც არტისტი ლუა ასრულებს. მელოდია და კომპოზიტორის თბილი ხმა განსაკუთრებულ განწყობას მატებს მაყურებელს და შემოქმედებით ჯგუფს სულ უფრო არწმუნებს ბრიფის ამგვარად გადაწყვეტის სისწორეში. როგორ შეიქმნა მუსიკალური ვიდეორგოლი – სამუშაო პროცესზე ვიდეოკონტენტ სააგენტო CONTACT-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, გოგიტა ჩიკვაიძემ გვიამბო.

M: გვიამბეთ, როგორი იყო CONTACT-ის შემოქმედებითი ჯგუფის დავალება?

გოგიტა ჩიკვაიძე: პირველივე წამიდან იმაზე დავიწყეთ ფიქრი, როგორ გადმოგვეცა ვიზუალურად და მუსიკალურად საინტერესოდ. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური შემოქმედების მიმართულებით დიდი გამოცდილება არ გვქონდა, ყველაზე ეფექტურ გზად მივიჩნიეთ. ამგვარად შევძლებდით, რომ მაყურებელს არა მხოლოდ ვიზუალური მხარე დაემახსოვრებინა, არამედ ეგრძნო განწყობა, რომ ავეჯი არ არის მხოლოდ კომფორტი, არამედ განწყობაც და სწორედ ეს გვინდოდა გვეამბნა მათთვის. მუშაობის დროს, მუსიკოსისთვის მოვახერხეთ კარგად აგვეხსნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ავეჯი ადამიანის ცხოვრებაში. მან კარგად დაალაგა გონებაში, თუ რა როლს თამაშობდა მისთვის ავეჯი და ამ მიმართულებით წავედით. ძალიან კომფორტული გახლდათ დამკვეთთან მუშაობაც, რომელიც ძალიან გვენდობოდა და ღია იყო ახალი იდეებისთვის.

მაია გუმბერიძე, Ashley Homestore-ის მარკეტინგის მენეჯერი: „ეშლი ჰოუმსთორის“ 80 წლიანი ისტორია აქვს და მისი ოფიციალური წარმომადგენლობა უკვე მესამე წელია, რაც საქართველოშია. ჩვენი მისიაა, მომხმარებელს ჩვენთან შეძენილი ნივთებით დავეხმაროთ უბრალო სივრცე საკუთარ სახლად გადააქციოს. სახლი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე მშვიდად გრძნობ. თითოეული ნივთი, რომელიც სახლში გვაქვს, ჩვენს იდენტობას გამოხატავს და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

გვინდოდა, კომუნიკაცია მაქსიმალურად დატვირთული ყოფილიყო ამ ემოციებით. ეს შენი სახლია – ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი მესიჯი და სწორედ ამ სიტყვების ნამდვილ ემოციებად გადაქცევა ვცადეთ ჩვენი კომუნიკაციით.

ფოტო: ლიზა გაბუნია

M: ბრიფზე მუშაობისას, გადაწყვიტეთ აქცენტი მუსიკალურ ფონზე გაგეკეთებინათ. ამ მიზნით, სრულიად ახალი მუსიკის შექმნამდე მიხვედით, რაც საკმაოდ იშვიათია ქართულ რეკლამებში. რა მნიშვნელობის მატარებელია ეს კომპოზიცია ვიდეორგოლში?

ჩავთვალეთ, რომ მუსიკალური მიმართულება უფრო მეტად დაეხმარებოდა ყველა გზავნილის აუდიტორიამდე ემოციურად მიტანაში. იქნებოდა ვიზუალური და აუდიალური აღქმაც და გავაჟღერებდით ყველა გზავნილს, რასაც ბრენდი საუბრობს.

ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს მუსიკა ვიდეოს სათქმელის გადმოცემაში უწყობს ხელს. ასევე,  განსხვავებით ვოისოვერისა და ტექსტებისგან განსხვავებით, მაყურებელი მუსიკას პირდაპირ რეკლამად ნაკლებად აღიქვამს. მუსიკა სიუჟეტს ეხმარება, ძალიან მსუბუქად ჩაჯდეს ადამიანის გონებაში. ასეთ დროს, მუსიკა იმდენად სასიამოვნოდ ისმინება, რომ არ გაღიზიანებს, რეკლამად არ გეჩვენება. ის არაკომერციული შინაარსისაა და ცალკეა შექმნილი მომხმარებლისთვის, შესაბამისად, შეგიძლია უბრალოდ მოისმინო კიდეც. მიმაჩნია, რომ ეს დაგვეხმარა უფრო სასიამოვნო ემოციები გაგვეღვიძებინა ადამიანებში.

ნამუშევარს ძალიან მოუხდა ლუას განსაკუთრებული ხმის ტემბრი. მისი მუსიკა ყველაზე ახლოს მგონია იმ კომუნიკაციის სტილთან, რასაც კომპანია მიყვება.

Ashley Homestore-ის მუსიკალურ ნაწილზე მუშაობის პროცესზე მუსიკოსი და კომპოზიტორი ლუა გიყვებათ:

M: სააგენტო CONTACT-ისთვის რას ნიშნავს ეს ნამუშევარი, როგორც მუსიკალური პროექტი?

ჩვენთვის პირველი მუსიკალური პროექტი არ ყოფილა, მაგრამ იყო გამორჩეული, რომელიც არ არის გაჟღენთილი სარეკლამო მესიჯებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დამკვეთმა მოახერხა და შეგვაყვარა პროექტი, რაც ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მუშაობისას.

ტექნოლოგიური გიგანტის წოდება კომპიუტერის ცოდნის გარეშე – Alibaba-ს ისტორია

Apple საშობაო ანიმაციურ ფილმს ქმნის — The Boy, the Mole, the Fox and the Horse