24
Sep
2019

ავეჯის ამერიკული ბრენდი Ashley HomeStore საქართველოში პირველ შოურუმს ხსნის

24 Sep 2019

საქართველოში ავეჯის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Ashley HomeStore შემოდის. ბრენდი პირველ ოფიციალურ შოურუმს ხსნის.

„ყველაფერი 1945 წელს დაიწყო, როდესაც ჩიკაგოში მასიური ხის ავეჯის დასამზადებელი ოჯახური ბიზნესი გაიხსნა. გახსნის პირველი დღიდან ვანეკების ოჯახი ყოველდღიურად ეძებდა გზებს, ეწარმოებინა უფრო კომფორტული და უკეთესი ავეჯი. დღეს, Ashley HomeStore-ს 1000-ზე მეტი ოფიციალური შოურუმი აქვს, რომელსაც 1,2 მილიონ კვ.მ.-ზე გაშლილი უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოო ხაზები ემსახურება. Ashley HomeStore-ის კონცეფციაა, შექმნას განსხვავებული დიზაინი და აწარმოოს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. Ashley HomeStore-ის კოლექციები იწარმოება მასიური ხისა და საუკეთესო ხარისხის ხის ანათალისგან. ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ოფიციალურ შოურუმებში შემოწმებულია ლაბორატორიულად კონსტრუქციის სიმყარესა და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე და ფლობს შესაბამის AFHA სერტიფიკატს“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Ashley Homestore, როგორც მსოფლიოში ავეჯის ყველაზე დიდი მწარმოებელი, პროდუქციას განსხვავებული გემოვნების მომხმარებლებისა და განსხვავებული ინტერიერებისთვის ქმნის.

„ თქვენ შეგიძლიათ, შეარჩიოთ ასორტიმენტი ინდუსტრიული კოლექციებიდან კლასიკური კოლექციების ჩათვლით; შეუხამოთ ერთმანეთს ვინტაჟური და თანამედროვე სტილის ელემენტები. ცალკე აღსანიშნავია გარე ავეჯის, საბავშვო ავეჯისა და მატრასების კოლექციები. მომხმარებელს შეუძლია, სხვადასხვა ოთახში შეიტანოს განსხვავებული სტილის ამერიკული კომფორტი“.

როგორც თავად ამბობენ. Ashley HomeStore-ის რბილი ავეჯის კოლექცია გამოირჩევა თავისი კომფორტითა და მრავალფეროვნებით, ყველა ქსოვილი, რომელიც წარმოებაში გამოიყენება, ლაბორატორიულად შემოწმებულია, რომ ნაკლებად ჯდებოდეს მტვერი და იწმინდებოდეს მარტივად.

„ავეჯის წარმოების ამერიკული სტანდარტი ითვალისწინებს დიზაინის, ეკოლოგიურად მეგობრული, მაღალი გამძლეობის, საუკეთესო კომფორტისა და პრაქტიკულობის ერთობლიობას. Ashley HomeStore-ის ფასის საიდუმლო მის ტექნოლოგიებსა და წარმოების დიდ მოცულობაშია, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი და ხარისხი მისაღებ ფასად. საქართველოში პირველი ოფიციალური Ashley HomeStore წარმოდგენილია 2000 კვ.მ. სივრცეში და მომხმარებელს სთავაზობს ავეჯისა და სახლის დეკორაციების სრულ სპექტრს, საძინებლებითა და რბილი ავეჯით დაწყებული, სასადილო ოთახების, განათებისა და სახლის დეკორაციების ჩათვლით“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Ashley HomeStore ქართველ მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად ამერიკულ ავეჯს, არამედ მომსახურების სრულ სპექტრს საცხოვრებელი სივრცის აზომვისა და დაგეგმარების ჩათვლით.

[R]

განხილვა