in

როგორ ვითხოვოთ უკუკავშირი, რომელიც ძალიან გვჭირდება

ალბათ ბევრი გსმენიათ უკუკავშირის სიკეთის შესახებ, მაგრამ რეალურად მიგიღიათ იგი? როდესაც შეფასება კარგად არის გადმოცემული, უკუკავშირის უპირატესობა გულწრფელობაა – ესაა გულწრფელი გაზიარება, თუ როგორ იმოქმედა თქვენმა საქციელმა მათ აზრებსა და ემოციებზე – მაგალითად, „როდესაც ჩემზე ლაპარაკობდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი ხედვა არ იყო დაფასებული“. სამწუხაროდ, მეტად სავარაუდოა, რომ რასაც იღებთ, ის უკუკავშირი ნაკლებად ღირებულია. როგორც წესი, ის, რასაც თქვენი მენეჯერი ან კოლეგები გეუბნებიან, არის ბუნდოვანი ან სუბიექტური აღწერა იმისა, თუ რა იყო კარგი ან ცუდი თქვენს მოქმედებაში. ასეთი უკუკავშირი გამოუსადეგარია. ამიტომ, გჭირდებათ სწორი მიდგომა და ზუსტად ჩამოყალიბება, თუ რას ელით ადამიანისგან.

იმის ნაცვლად, რომ თქვათ: „კარგი იქნება, თუ რაიმე გამოხმაურებას მომაწვდიდით“, სცადეთ აჩვენოთ ადამიანს, რომ მეტი ღირებულება შეუძლიათ შეგმატოთ თავისი შეფასებით. გამოიყენეთ ეს სამი საფეხურიანი პროცესი, მაშინ, როდესაც საქმე საკუთარი კარიერული მიზნების დასახვას და მიღწევას ეხება:

ნაბიჯი 1: აირჩიეთ პიროვნული განვითარების ერთი სფერო დროის ერთ მონაკვეთში

პერიოდულად, იფიქრეთ მიზნებზე, უნარებსა და ამბიციებზე და აირჩიეთ ერთი სფერო, რომელზეც გსურთ მუშაობა. ეს მიზანი უნდა იყოს საკვანძო იმისთვის, რისი მიღწევაც გჭირდებათ თქვენს როლში, რათა განვითარების მოტივაცია გქონდეთ. მაგალითად, თქვენ შეიძლება ფოკუსირება მოახდინოთ უფრო სტრატეგიულად აზროვნებაზე, იყოთ უკეთესი გუნდური მოთამაშე ან გააძლიეროთ თქვენი აღმასრულებელი ყოფნა. განიხილეთ ეს არჩევანი თქვენს მენეჯერთან ან ნებისმიერ სხვა სანდო კოლეგასთან ან მენტორთან, რომლებსაც ექნებათ ინფორმაცია თქვენი ზრდის უდიდეს შესაძლებლობებზე.

ნაბიჯი 2: კონცენტრირდით კონკრეტულ სამიზნე უნარზე

მას შემდეგ, რაც აირჩევთ ზოგად სფეროს, რომელზეც გსურთ მუშაობა, შეარჩიეთ კონკრეტული უნარი ან ქცევა. მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ, რომ იყოთ უფრო სტრატეგიული, შეგიძლიათ უფრო ხშირად დააკვირდით თქვენი ინდუსტრიის კონკურენტებს. ასევე, თუ თქვენი მიზანია იყოთ უკეთესი გუნდური მოთამაშე, შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი კოლეგების იდეების გააზრებაზე და შემდეგ ჩამოაყალიბოთ თქვენი იდეები მათგან.

ნაბიჯი 3: სთხოვეთ ვინმეს დაგიკვირდეთ, როგორ მუშაობთ თქვენს ახალ უნარზე

ჩამოაყალიბეთ თქვენი თხოვნა ისე, რომ გაზარდოთ სასარგებლო უკუკავშირის მიღების ალბათობა. დაიმახსოვრეთ, თქვენ გსურთ, რომ ადამიანმა გითხრათ თქვენი ქცევის რეალური გავლენა და არა განსჯა იმის შესახებ, თუ რას არის მისი აზრით „კარგი“ ან „ ცუდი“. კარგად მოიფიქრეთ, როგორია თქვენი მოთხოვნა: დაიწყეთ თქვენს განვითარებაზე ფოკუსით, შემდეგ მიუთითეთ სამიზნე სფერო, რომელზეც მუშაობთ.

რატომაა მნიშვნელოვანი მიზნობრივი უკუკავშირის თხოვნა

უკუკავშირის უმეტესობა ეყრდნობა ადამიანს, რომელიც იხსენებს, როგორ მოიქცეოდით და როგორ რეაგირებდა ის. თუმცა მეხსიერება მცდარია და მიკერძოებულიც. მიკერძოების გარეშეც კი, სხვისი მოგონებები შეიძლება ბუნდოვანი იყოს და მათი განცდები იმაზე, თუ რას ფიქრობდნენ ან გრძნობდნენ თქვენი ქცევის საპასუხოდ, სავარაუდოდ გადაკეთებული იქნება. როდესაც წინასწარ ითხოვთ უკუკავშირს და აკონკრეტებთ ქცევებს, რომლებზეც გსურთ აღწეროს ადამიანმა, უკუკავშირის მიმწოდებელმა იცის, რას უნდა დააკვირდეს და შეუძლია ყურადღება მიაქციოს, მოამზადოს შენიშვნები და უკეთ გადმოგცეთ.

ციკლურობა

როდესაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევთ ერთ სამიზნე სფეროში, გადაინაცვლეთ შემდეგ ეტაპზე. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი სტრატეგიული აზროვნება თქვენი ამჟამინდელი კონკურენტების შესწავლიდან სხვა ინდუსტრიებიდან სწავლამდე. ყოველ ჯერზე მიიღეთ უკუკავშირი, იფიქრეთ იმაზე, რა ისწავლეთ, გააკეთეთ ახალი არჩევანი და გადადით მომდევნო სამიზნე ზონაში.

წყარო: HBR



ნახეთ: კიტ ჰარინგისა და ჟან-მიშელ ბასკიას ნახატებით შექმნილი ბანქო

აი, როგორ გადაურჩნენ ადამიანები ბაქტერიებს