21
Jun
2019

მფრინავი ავტომობილი დასაკეცი ფრთებით

21 Jun 2019

veon
veon


ამერიკულმა და ებრაელმა სტარტაპერებმა და ინჟინრებმა მფრინავი ავტომობილის კონცეფცია შექმნეს. ავტომობილს, სახელად ASKA, ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. ASKA მარტივად ტრანსფორმირდება, ანუ, შეუძლია მარტივად დაფრინდეს გზაზე და გააგრძელოს მოძრაობა, ჩვეულებრივი ავტომობილის მსგავსად. თუმცა, უსაფრთხოების საჭიროებებიდან გამომდინარე, მას 20 მეტრის სიგრძის მქონე სივრცე/მოედანი სჭირდება, საიდანაც აფრინდება და სადაც დაფრინდება.

აფრენის შემდეგ, ASKA-ს კორპუსის უკანა მხარე ტრანსფორმირდება – ფრთებზე განლაგებული ვენტილატორები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადადის. ერთ აფრენაში, დატენვის გარეშე, ავტომობილი ჰაერში 560 კილომეტრის დაფარვასა და მაქსიმუმ 3 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. ASKA-ს ავტონომიურად ფრენა, Sense & Avoid  სისტემის გამოყენებით შეუძლია და ის ჰიბრიდული საფრენი აპარატია.

აღსანიშნავია, რომ ASKA-ს შემქმნელები მის სერიულ წარმოებას არ აპირებენ. ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ფინანსურ მხარეს – ანუ, იმას, რომ მანქანის თითოეული მოდელის დამზადება ძალიან ძვირი დაჯდება, ასევე, უსაფრთხოების ნორმებს და მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურობაში, მფრინავი მანქანების პრაქტიკის არ ქონას. ASKA-ს პირველი პროტოტიპი 2020 წელს დამზადდება და მსურველები მისი ყიდვის ნაცვლად, მის ქირაობას შეძლებენ.

 

განხილვა