in

“ასკანელი გარდენი” – ქართული კულტურა ერთ სივრცეში

რესტორანი “ასკანელი გარდენი” ცოტა ხანია, რაც „ასკანელი ძმების“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხნის ტერიტორიაზე გაიხსნა. გარდა იმისა, რომ ეს რესტორანი სტუმრებს მშვიდ და გამწვანებულ გარემოს სთავაზობს, ასევე მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ დეგუსტაციებსა და ტრადიციული კერძების მასტერ-კლასებში. რესტორნის კონცეფციის შესახებ”ასკანელი გარდენის” დირექტორს, მარიამ გვაზავას გავესაუბრეთ:

bog
bog-mob

M: როდიდან არსებობს „ასკანელი გარდენი“ და საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

„ასკანელი გარდენი“ სულ ცოტა ხანია, რაც გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ტურისტებში, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაშიც. ჩვენი რესტორანი „ასკანელი ძმების“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხნის ტერიტორიაზე გავხსენით, რაც ამ არაჩვეულებრივი სივრცისთვის ძალიან წარმატებული დანამატი აღმოჩნდა, რადგან ახლა უკვე ტურისტებს თბილისში ვათავაზობთ იმას, რისთვისაც ისინი კახეთში მიემგზავრებიან. აქ მოსულ სტუმრებს უტარდებათ ტური ქარხანაში, სადაც მათ შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ იქმნება უამრავი დასახელების სხვადასხვა ღვინო, ბრენდი, ჭაჭა და ა.შ. დააგემოვნონ ალკოჰოლური სასმელები პირდაპირ ქარხნის რეზერვუარებიდან. აქვე იმართება კულინარიული მასტერ კლასები: ჩურჩხელების ამოვლება, თონეში პურების ჩაკვრა, ხინკლის მოხვევა და ა.შ. ხოლო საღამო რესტორან „ასკანელი გარდენ“-ში უგემრიელესი ვახშმით მთავრდება. ერთი სიტყვით, ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ ქართულ ტრადიციულ კულტურას ერთ სივრცეში.

M: რითია განსხვავებული სხვა მსგავსი დანიშნულების ადგილებისგან?

„ასკანელი გარდენის“ ანალოგიური ტიპის ობიექტი თბილისში არ არსებობს. ღვინის ქარხანაში არსებობს ლოკაცია, რომელიც მოიცავს ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის ნახვას თავიდან ბოლომდე, ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის დაგემოვნებას, ქართული ტრადიციული სამზარეულოს გაცნობას, ქართული დედას პურის, თათარის დამზადებისა და ჩურჩხელის ამოვლების, ხინკლის მოხვევის, მწავდის შეწვის პროცესს, რაც მთავარია, უგემრიელეს ტრადიციულ ქართულ და საავტორო კერძებს.

M: რა სეგმენტზეა მორგებული „ასკანელი გარდენი“?

როგორც აღვნიშნეთ „ასკანელი გარდენი“ არის სივრცე, რომლის მონახულებაც საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იდეალური ადგილია კორპორატიული წვეულებების გასამართად, ოჯახური თუ სამეგობრო შეკრებებისთვის, დაბადების დღეებისთვის და ა.შ.

M: სტუმრის მიღება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი და საშუალოდ რა ჯდება თქვენთან ლანჩი ან ვახშამი?

დიახ, სტუმრის მიღება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მხოლოდ წინასწარი შეკვეთით. რაც შეეხება ფასებს, საშუალოდ ლანჩი ერთ ადამიანზე ჩვენთან 38 ლარი ჯდება ხოლო ვახშამი 48, თუმცა სტუმრის არჩევანზეა დამოკიდებული – შესაძლებელია ყოველთვის მოვერგოთ მის გემოვნებასა და შესაძლებლობებს.

[R]

„საფერავი, პირდაპირი მნიშვნელობით, ავალაპარაკეთ“ – Wine Ness

თავისუფლების ქარხანა, როგორც იდეებისა და პროექტების სამჭედლო