in

„ასკანელის“ ახალი სიცოცხლე – კომპანიის რებრენდინგზე სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა

ნებისმიერი ბრენდის ისტორიაში დგება გარდამტეხი მომენტი, როცა საჭირო ხდება მისი ერთგვარი გადახალისება, თანამედროვეობის ტრენდებზე მორგება და ღირებულებების აქცენტირება. სწორედ ასეთი ეტაპი დადგა „ასკანელისთვისაც“.

კომპანიის რებრენდინგზე სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა. „ასკანელის“ არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვრა ბრენდის რაობა, შემუშავდა ახალი ვიზუალური იდენტობა და მთავარი თეგლაინი – „ისტორია გრძელდება“.

კომპანია „ასკანელი” 1998 წელს დაარსდა, თუმცა, მისი ისტორია გაცილებით ადრე, 1880 წელს სოფელ ასკანაში იწყება, როცა ცნობილმა მევენახემ, ანთიმოზ ჩხაიძემ, თავის საგვარეულო ქვევრებში. უნიკალურ ვაზის ჯიშებს მოუყარა თავი. სწორედ მაშინ დაედო საფუძველი ორსაუკუნოვან ტრადიციას, რომელიც მოგვიანებით ანთიმოზის მემკვიდრემ და კომპანიის დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ განავითარა. აღსანიშნავია, რომ „ასკანელის” გუნდს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მთავარი მეღვინე ჰყავს, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა პროდუქციის ხარისხზე.

დღეს „ასკანელი“ ოცდაათზე მეტი დასახელების ღვინოს, ბრენდის, ჭაჭასა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. ის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სექტორის პირველ სამეულში შედის, როგორც წარმოების, ასევე სავენახე მეურნეობის განაშენიანების კუთხით.

გოჩა ჩხაიძე, „ასკანელის“ დამფუძნებელი: მოგეხსენებათ, ბრენდი დიდი ისტორიული მემკვიდრეობის მატარებელია და ამის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მდიდარი გამოცდილების დამსახურებით, კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის სრულყოფის, ისე უნიკალური ვაზის ჯიშების გადარჩენისა და კონსერვაციის მიმართულებით.

თუმცა, თანამედროვე ბაზრები და გამოწვევები თანამედროვე მიდგომებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში რებრენდინგის აუცილებლობა, რაც, საწყის ეტაპზე, ხარისხობრივად კიდევ უფრო გაუმჯობესებულ პროდუქციაში და ზოგადი ვიზუალური იდენტობის კორექტირებაში გამოიხატა. ვფიქრობ, სამომავლოდ ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კონკურენტულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში.

„ასკანელისა“ და „ვინდფორსის“ თანამშრომლობის შედეგად განახლდა როგორც კომპანიის ლოგო და ვიზუალური სტილი, ისე პროდუქციის დიზაინი და ეტიკეტები. აღსანიშნავია, რომ რებრენდინგის ფარგლებში, „ასკანელის“ ეტიკეტების ცვლილება განხორციელდა როგორც ქართული, ისე საექსპორტო ბაზრებისთვის. სულ მალე მომხმარებელს უკვე შეეძლება განახლებული ღვინისა და ჭაჭის პროდუქცია დახლებზეც იხილოს.

ნათია კვარაცხელია, „ვინდფორსის“ დიზაინ-დეპარტამენტის ხელმძღვანელი: მუშაობის დაწყებისას, რა თქმა უნდა, კომპანიის მდიდარი გამოცდილება სრულად გავითვალისწინეთ. შესაბამისად, არსებული ლოგოტიპის, როგორც მრავლისმნახველი ისტორიისა და ტრადიციების მატარებელი სიმბოლოს შინაარსი, პრაქტიკულად შენარჩუნდა – გასაღებზე მჯდარი ფრინველი ჰეროიკული მემკვიდრეობის მცველის, ხოლო თავად გასაღები ვიტიკულტურული საიდუმლოების ერთგვარ განსახიერებებს წარმოადგენენ. თუმცა, მის ახლებურ ვერსიაში საკმაო დოზით შევიდა თანამედროვეობის ტონები, ვიზუალური ელემენტები გახდა უფრო მოდერნული და ამბიციური.

 

„ასკანელისა“ და „ვინდფორსის“ წარმომადგენლების განცხადებით, მომავალში სხვა საინტერესო და მრავალფეროვან კოლაბორაციებსაც უნდა ველოდოთ.

 

[R]

საფეხბურთო კლუბები ფან-მაღაზიებში რეკორდული რაოდენობის სახის ნიღბებს ჰყიდიან

სუპერძალა ზრუნვაშია! – Supergmiri.ge-ს ვიდეორგოლი