in

როგორ ვითხოვოთ დახმარება ისე, რომ ცუდად არ გამოვჩნდეთ

წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში ახალი პროექტი მოგცეს. დავალება მეტწილად თქვენი კომპეტენციის სფეროშია, მაგრამ მოიცავს ახალ უნარებს, რომლებიც არასდროს გამოგიყენებიათ. თავდაპირველად იწყებთ კვლევას, მაგრამ მალევე გრძნობთ, რომ ჩიხში შეხვედით და თავგზა აგებნათ. შფოთავთ, თუ როგორ შეძლებთ ვადებში ჩატევას დაიცავთ.

რას მოიმოქმედებთ, თუ ასეთ მომენტში აღმოჩნდებით? გარედან ადვილი ჩანს, რომ დახმარების თხოვნა უკეთესი გამოსავალია, ვიდრე საათობით მარტო ბრძოლა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მაღლა ხართ კარიერულად, ნორმალურია შიში, რომ დახმარების თხოვნა თქვენს უფროსთან, კოლეგებთან ან გუნდთან საუბარი არაკომპეტენტურად ან შემაწუხებლად წარმოგაჩენთ.

სამუშაო გარემოში, სადაც ფასდება პასუხისმგებლობა და პირადი ინიციატივა, მნიშვნელოვანია დაიცვათ ბალანსი თავმდაბლობასა და სიძლიერეს შორის. დახმარების თხოვნამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენ შესახებ სხვების აღქმაზე. თუ ძალიან დამოკიდებული ჩანხართ სხვებზე, თქვენმა თანამშრომლებმა შეიძლება ეჭვი შეიტანონ თქვენს უნარებსა და სანდოობაში.

მეორე მხრივ, როდესაც სხვებს თავდაჯერებულად მიმართავთ, უფრო სავარაუდოა, რომ ისინი აღგიქვამენ როგორც თავდაჯერებულ, პრაგმატულ ადამიანს, რომელმაც იცის, როგორ გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს ღირსეულად. აი, როგორ უნდა ითხოვოთ დახმარება ძლიერი პოზიციიდან – და მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ, საკუთარი თავის უარყოფითად წარმოჩენის გარეშე.

დაიწყეთ ძლიერი პოზიციიდან

ის, თუ როგორ იწყებთ საუბარს, განსაზღვრავს ყველაფერს, რაც შედეგად მოჰყვება. თავი დაანებეთ ისეთ დასაწყისებს, რომლებიც მაშინვე ძირს უთხრის თქვენს თხოვნას და მიანიშნებს, რომ შემდგომი არ არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, მოერიდეთ ფრაზებს, როგორიცაა: „მეჯავრება ამით შეწუხება, მაგრამ…“, „ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს დროს ვართმევ“, ან „ვიცი, ალბათ ძალიან დაკავებული ხართ ამისთვის…“. ნუ დაიწყებთ საუბარს ყოყმანით ან ფეხის წვერებზე სიარულით. დაიწყეთ მიზნით: მინდა თქვენი აზრი მოვისმინო გამოწვევაზე, რომელსაც ჩვენს ოპერაციებში ვაწყდები.
ვმუშაობ ჩვენი კლიენტების ჩართვის პროცესზე და მინდა რამდენიმე იდეა განვიხილოთ…

აღიარეთ მათი გამოცდილება თქვენი ნაკლოვანებების ხაზგასმის გარეშე

არასწორია, საკუთარი თავი დაამციროთ თქვენი თხოვნის შესარბილებლად ან თავმდაბლურად გამოსაჩენად. შეიძლება თქვათ: „ძალიან ცუდი ვარ ამაში – ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება!“ ან „სულელად ვგრძნობ თავს, რომ ვკითხულობ, მაგრამ თქვენ ყოველთვის იცით პასუხი“… თქვენი მცდელობა, იყოთ თავმდაბალი, მიუხედავად კეთილი განზრახვისა, შეიძლება უკუეფექტის მომტანი იყოს, დააზიანოს თქვენი სანდოობა და ამავდროულად სხვა ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს.

იყავით ზუსტი და ლაკონური

როდესაც წარადგენთ ბუნდოვან ან გაურკვეველ თხოვნას, თქვენ ფაქტობრივად თქვენს უფროსს ან კოლეგას სთხოვთ ორი სამუშაოს შესრულებას: ჯერ გაარკვიონ, რა არის თქვენი რეალური პრობლემა, და შემდეგ თავად მოიფიქრონ გამოსავალი. მაგრამ როდესაც მომზადებული მოდიხართ მკაფიო, კონკრეტული თხოვნით, თქვენ თავად ასრულებთ ამ გონებრივი მუშაობის დიდ ნაწილს.

აუხსენით, რა გაქვთ უკვე გაკეთებული

სანამ ვინმეს მიმართავდეთ, გააკეთეთ გარკვეული სამუშაო. მოიძიეთ არსებული რესურსები ან დოკუმენტაცია. მოიძიეთ დარგობრივი ფორუმები. დაუთმეთ 20 წუთი იდეების ან მიდგომების მოფიქრებას, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ისინი.

ითხოვეთ რჩევა

თქვენი თხოვნა შეიძლება ჩანდეს, როგორც სურვილი ისწავლოთ. ესეც შეიძლება ეფექტური იყოს. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები უფრო მეტად არიან მზად, გაგიწიონ დახმარება, თუ ერთხელ უკვე დაგეხმარნენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ გავამართლოთ ჩვენი ქმედებები იმის დაშვებით, რომ მოგვწონს ის ადამიანი, ვისაც ვეხმარებით.

ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „შეგიძლიათ დამეხმაროთ ამაში?“ სცადეთ: „მინდა გავიგო, როგორ უდგებით ამ ტიპის პრობლემას. შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი ხედვა?“ ეს აჩვენებს, რომ აფასებთ მათ ექსპერტიზას და გსურთ ისწავლოთ, და არა მხოლოდ სწრაფი გამოსავალი იპოვოთ.

გახსოვდეთ, რომ უმეტეს ადამიანებს მოსწონთ თავი იგრძნონ ცოდნის მქონედ და სასარგებლოდ. რჩევის თხოვნით, თქვენ აძლევთ მათ შესაძლებლობას, იგრძნონ თავი ღირებულად. გარდა ამისა, დახმარების თავდაჯერებულად თხოვნა არა მხოლოდ ცვლის იმას, თუ როგორ გხედავენ სხვები, არამედ ცვლის იმასაც, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს.

წყარო: HBR



წითელი ჯვარი სისხლის დონორთა დეფიციტის აღმოსაფხვრელად ახალ კამპანიას იწყებს

რაზეა წიგნი „ფულის ინტერნეტი” და რატომ თარგმნა ის Coinmania-მ თავისი გუნდისთვის