როგორი იქნებოდა ქართული კომპანიების ლოგოები დღემდე ასომთავრული დამწერლობით რომ გვესარგებლა? ამ კითხვეზე პასუხის გაცემა ვებმარკეტინგულმა კომპანია „ვებლაინმა“ სცადა. პროექტის ფარგლებში, „ვებლაინმა“ შეძლო თანამედროვე ქართული ლოგოების ასომთავრულ დამწერლობაში ადაპტირება. შესაძლოა ითქვას, რომ ამისთვის ასომთავრულის რამდენიმე ფონტიც კი შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს, 2015 წლის მარტში არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, 2016 წლის 30 ნოემბერს კი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.