სიმფსონებმა 1987 წლიდან, ეკრანებზე გამოჩენისთანავე, წარმოუდგენელი პოპულარობის მოპოვება შეძლეს. მას შემდეგ ანიმაცია ფართო განხილვების საგანიც ხშირად გამხდარა, საზოგადოება თავისი „წინასწარმეტყველური“ ეპიზოდებითაც არაერთხელ გაუოცებია და დიზაინერების შთაგონების წყაროც ბევრჯერ ყოფილა. ამჯერად, ანიმაციის პერსონაჟებმა ASOS-ის ახალი კოლექციის ტანსაცმელი და სხვა აქსესუარები დაამშვენეს.
























