in

გზებზე დახატული ფერადი გამოსახულებები ავტოსაგზაო შემთხვევებს 50%-ით ამცირებს

ფერადად მოხატული ასფალტები ვიზუალურად ძალიან ლამაზია და, როგორც აღმოჩნდა, მათ უბედური შემთხვევების შემცირება შეუძლია. Bloomberg Philanthropies-ისა და Sam Schwartz Consulting-ის ახალი მოხსენების თანახმად, ფერადი გამოსახულებები 50%-ით ამცირებს საგზაო შემთხვევების რაოდენობას, ფეხითა და ველოსიპედით მოსიარულეთათვის.

M2
M2

მკვლევართა გუნდმა 17 ასეთი ობიექტი შეისწავლა. თითოეული მათგანი 2 წლის განმავლობაში იყო განთავსებული ქალაქის ქუჩებში. კვლევის ფარგლებში კი გაირკვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, წარსულთან შედარებით, ავარიების რიცხვი განახევრდა. ვიდეოჩანაწერების ანალიზმა დაადასტურა, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს ხელოვნების ნიმუშს უსაფრთხოების ეფექტი — ასეთ დროს მძღოლები 27%-ით ხშირად უთმობდნენ გზას ფეხით მოსიარულეებს.

Bloomberg Asphalt Art Initiative მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს დეკორატიული ასფალტის უსაფრთხოების სარგებელს. ამას „ქუჩის გააქტიურებას“ უწოდებენ. პროექტი ყურადღებას ამახვილებს გზებზე, საცალფეხო ზონებსა და ვერტიკალურ ინფრასტრუქტურაზე. ამ დრომდე 42 საჯარო ხელოვნების ნიმუში დააფინანსეს აშშ-სა და ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური გზატკეცილის ასოციაცია ჯერ არ იყენებს ასეთ ნამუშევრებს, როგორც ოფიციალურ სიგნალებს, Bloomberg-ის დასკვნების მიხედვით, ნათელი ფერები და ნიმუშები მძღოლებს მეტი სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.

მოდი ბაზარი ორბელიანზე – ახალი ადგილი თბილისური ხასიათით!

Rocket Lab-ის ვერტმფრენმა რაკეტის გამშვები ჰაერში დაიჭირა