სატელიტურმა კომპანია AST SpaceMobile, ფიჭური პროვაიდერ AT&T-ის დახმარებით, წარმატებით განახორციელა პირველი კოსმოსური, ორმხრივი ხმოვანი ზარი. თანაც, ამისათვის ჩვეულებრივი Samsung Galaxy S22 სმარტფონი გამოიყენა.
პრესრელიზის თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფიჭურ მოწყობილობასთან პირდაპირი ხმოვანი კავშირი დამყარდა კოსმოსიდან. ეს კი, შესაძლოა, კომპანიისთვის განვითარების ახალ ეტაპზე მიანიშნებდეს — კერძოდ, მისი მიზანია, სატელიტური კავშირი მსოფლიოს 50%-ს მიაწოდოს… რეგიონებს, რომლებსაც „მკვდარი ზონების“ სახელით ვიცნობთ.
ამ შემთხვევაში, ზარის განსახორციელებლად, BW3 თანამგზავრის ძალა გამოიყენეს. ეს ყველაზე დიდი კომერციული საკომუნიკაციო მასივია, რომელიც დაბალ ორბიტაზეა განლაგებული. სწორედ მისი მეშვეობით მოახერხეს აბონენტთა საიდენტიფიკაციო მოდულის (SIM) ინფორმაციის გაცვლა; ასევე, შესაძლებელი იყო 2G, 3G, 4G LTE და 5G კოსმოსური ქსელების დაკავშირება.
„იმის მიღწევა, რაც ოდესღაც შეუძლებლად მიაჩნდათ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კოსმოსური კავშირების გასავითარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტით ვტკბებით, მომავალ განვითარებაზე ვართ ფოკუსირებულნი. ახლა გადამწყვეტ ნაბიჯებს მივყვებით, რომლებიც ჩვენს მიზანთან გვაახლოებს“, — აღნიშნა აბელ აველანმა, AST SpaceMobile-ის თავმჯდომარემ.













