in

ასტეროიდების ზედაპირზე წყალი აღმოაჩინეს!

ჩვენს მზის სისტემაში უამრავი ობიექტი გვხვდება, დაწყებული პლანეტებითა და მთვარეებით, დამთავრებული კომეტებითა და ასტეროიდებით. ფიქრობენ, რომ მზის გარშემო 1 მილიონზე მეტი ასტეროიდი ბრუნავს. აქამდე იმისიც სჯეროდათ, რომ მათზე არსებული წყალი დიდი ხნის წინ აორთქლდებოდა. საკმაოდ ლოგიკურადაც ჟღერს, თუმცა უახლეს კვლევაში, რომელშიც SOFIA-ს ინფრაწითელი ტელესკოპის მონაცემები გამოიყენეს, აღმოაჩინეს, რომ Iris-ისა და Massalia-ს ასტეროიდებზე წყალია.

M2
M2

Iris-ის დიამეტრი 199 კილომეტრია, რითაც იგი ასტეროიდების 99%-ზე დიდია, მზის გარშემო მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდის სარტყელში ბრუნავს დაახლოებით 2.39 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, ორბიტის დასასრულებლად კი 3.7 წელი სჭირდება. ხოლო Massalia-ს დიამეტრი 135 კილომეტრია და Iris-ის ორბიტის მსგავსს გადის.

SOFIA-მ FORCAST-ის გამოყენებით წყლის მოლეკულების ნიშნები დაადგინა ზედაპირზე, რომელიც კუბურ მეტრ ნიადაგში 350 მილილიტრი წყლის ეკვივალენტურია. საინტერესოა ისიც, რომ 2020 წელს SOFIA-მ წყალი მთვარეზეც აღმოაჩინა, ახლა კი გვეუბნებიან, რომ ასტეროიდებზე აღმოჩენილი წყლის მოცულობა მთვარეზე აღმოჩენილის მსგავსია — აქაც ჩაკეტილი იყო, მინერალებსაც გვაჩვენებდა და სილიკატებითაც შეიწოვებოდა…

თუ ჩვენს სისტემაში წყლის განაწილების საკითხზეც ვიპოვით პასუხს, ეს დაგვეხმარება, ეგზოპლანეტარულ სისტემებში მისი გავრცელების შესახებ გავიგოთ და სავარაუდო არამიწიერი სიცოცხლის შესახებაც შევიტყოთ… ამ ეტაპისთვის კი მკვლევრებმა წყლის სპექტრული მახასიათებლების დადგენა ვერ შეძლეს, ამიტომ, მომავლისთვის ჯეიმს ვების ტელესკოპის გამოყენებას აპირებენ და ფიქრობენ, რომ ასე ბევრ კითხვაზე იპოვიან პასუხს…

#პორტფოლიო – 11 კამპანია JWT Metro-ს ნამუშევრებიდან

Disney-ის ახალი ანიმაციური სერიალი აფრიკულ კულტურაზე