in

სავარაუდოდ, მეცნიერებმა იმ ასტეროიდის კვალს მიაგნეს, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა

მეცნიერები ამბობენ, რომ მათ უკვე იციან, რა მოხდა იმ დღეს, როცა აპოკალიფსური ასტეროიდი დედამიწას დაეჯახა და დინოზავრები გაანადგურა… 

M2
M2

ბუნებისმეტყველმა სერ დევიდ ატენბორომ და პალეონტოლოგმა რობერტ დე პალმამ 66 მილიონი წლის კლდის ფრაგმენტის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღის წინ შედგა. ისინი კონკრეტულ ფრაგმენტსა და დინოზავრების გაქრობას ერთმანეთს უკავშირებენ…

ქარვის პატარა ნაწილები, რომელიც ასტეროიდის მტვერს შეიცავს, ჯოჯოხეთის კრიკიდან უნდა იყოს, მისი შენარჩუნების მიზეზად კი დარტყმის ადგილთან სიახლოვეს თვლიან. ამ ტერიტორიის ნამარხებში ტოქსიკური ნამსხვრევებით სავსე თევზი, კუ და დინოზავრის ნაწილიც გვხვდება.

ეს გვიქმნის წარმოდგენას, თუ რა ხდება დარტყმის შემდეგ, რაც სამეცნიერო კვლევისთვის მდიდარი რესურსია. ქარვაში ჩვენ რამდენიმე შესანიშნავად შენახული ნიმუშიც აღმოვაჩინეთ, — ამბობს დეპალმა.

კონკრეტული ადგილი 2000 მილის დაშორებით მდებარეობს იმ ასტეროიდის კრატერიდან, რომელიც მექსიკაში გვხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთის კრიკის ცხოველები, შესაძლოა, სწორედ ამ დღეს ასტეროიდის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.

რეალურად კი, რთულია იმის წარმოდგენა, რა დაემართათ დინოზავრებს მათი არსებობის ბოლო დღეს… მაგრამ ფაქტია, რომ ამის გაგებით მრავალ კითხვაზე ვიპოვით პასუხს, რაც, სავარაუდოდ, ბუნების შესახებ არსებულ ცნობებსაც შეცვლის.

Corona-მ სარეკლამო კამპანია მზესთან ერთად წამოიწყო

Sophie Villy უკრაინულ ფესვებზე, ახალ სიმღერაზე და სიმართლის გამარჯვების გარდაუვალობაზე