in

“ასტონ მარტინი” 100 წლის იუბილეს ახალი ლოგოთი აღნიშნავს

ასტონ მარტინი 100 წლისაა

ბოლო დროს საკუთარი ლოგო რამდენიმე კომპანიამ განაახლა, ზოგმა ,საერთოდ შეცვალა. ხშირად  ცვლილებას რაიმე ღირსშესანიშნავ თარიღს უკავშირებენ.

ამ შემთხევაში გამონაკლისი არც  “ასტონ მარტინი” აღმოჩნდა. მომავალი წლის 15 იანვარს ძვირადღირებული მანქანების მწარმოებელი  ასი  წლის ხდება. იუბილეს  აღსანიშნავად, გადაწყვიტეს  შეექმანთ საუკუნის ლოგო  და გამოეხატათ , როგორ ვითარდებოდა ბრენდი  მთელი ამ წლების მანძილზე .

ასტონ მარტინი 100 წლისაა

ახალი ლოგოს პრეზენტაცია ნურბურგრინგის სპეციალურ ტრასაზე მოეწყო,  საზეიმო რბოლაში  მონაწილეობა “ასტონ მარტინის” გენერალურმა დირექტორმა ურლიჰ ბეზმაც მიიღი. ახალი  ლოგო წერტილებითაა დახატული და ნაუტილუსის ფორმა აქვს.  ყოველი მათგანი ბრენდის არსებობის თითო წელს განასახიერებს. ურლიჰ ბეზის თქმით, ასე სურდათ ეჩვენებინათ კომპანიის ნელი , მაგრამ მუდმივი ზრდა ასი  წლის მანძილზე.

“ჩვენ ვზეიმობთ კომპანიის 100 წლის იუბლილეს. ჩვენ ვზეიმობთ წარმატების 100 წლის იუბილეს!”

“ასტონ მარტინის” იუბილე 15 -დან 21 იანვრის ჩათვლით მთელი მსოფლიოს  მასშტაბით აღინიშნება.

rogor davgegmot gonisdziebebi eventebi

როგორ დავგეგმოთ “ივენთი” ?!

ბარბერის ნაჭერი

“ბარბერის” გლამურული ივენთი