in

ჯეიმს ბონდის Aston Martin სოტბის აუქციონზე იყიდება 

ჯეიმს ბონდის ვინტაჟური ავტომობილი, Aston Martin DB5 აუქციონზე იყიდება. მოდელი, საიდუმლო აგენტზე 1964 წელს გადაღებულ ფილმში “Goldfinger” „მონაწილეობს“.

BOG
BOG

აუქციონერები ვარაუდობენ, რომ ავტომობილი $4-დან $6 მილიონამდე გაიყიდება, რადგან ის, ბონდის დღემდე შემორჩნილი DB5 სამი მოდელიდან ერთ-ერთია. ავტომობილების ექსპერტი ბარნი რუპრეხტი ამბობს, რომ არც ერთი მანქანა, რომელიც კი ოდესმე ფილმში გადაუღიათ, ამერიკის პოპ კულტურისთვის ასეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ჩვეულებრივ დადის და მისი ყველა დეტალი გამართულია. ამიტომ, მომავლ მფლობებლს ბონდის ლეგენდარული კადრების და ტრიუკების გამეორებაც შეუძლია.

CNN-ის ინფორმაციით, „სოტბის აუქციონზე“ ჯეიმს ბონდის Aston Martin DB5-ის საწყისი ფასი $3.5 მილიონია.

 

Uber, MasterCard, Visa და სხვები – Facebook-ის კრიპტოვალუტის მხარდამჭერები

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი პრესკონფერენცია