in

„ასტონ მარტინის“ რებრენდინგი და დიდი დაბრუნება ფორმულა 1-ში

Sporti
Sporti

თითქმის 60 წლიანი პაუზის შემდეგ „ასტონ მარტინი“ დიდ ავიაციას, ბრიტანული მანქანების მწარმოებელი კონცერნი ფორმულა 1-ს უბრუნდება. პილოტები სებასტიან ვეტელი და რეის შტროლი იქნებიან.

„ასტონ მარტინმა“ უკვე გააფორმა ხელშეკრულება და ახალ სეზონზე კომპანია “Cognizant-თან“ კოლაბორაციით – Aston Martin Cognizant Formule One Team-ს მივიღებთ. ბოლიდი მერსედესის ძრავით იქნება აღჭურვილი და ვიზუალურად ასეთი იქნება (იხ. ფოტო):

„ასტონ-მარტინი დიდი პაუზის შემდეგ ბრუნდება, ეს ძალიან ემოციური და საამაყო მომენტია, რომელიც ბრენდს ახალ სიმაღლესა და განვითარების ეტაპზე აიყვანს“, – განაცხადა „ასტონ მარტინის“ მმართველმა. „ბედნიერები ვართ ახალი პარტნიორით, ისინი ციფრულ სამყაროში რევოლუციებს ახდენენ, იმედი გვაქვს, ერთად ძალიან წარმატებული და კარგი სეზონები გვექნება“.

„დიდი გეგმები გვაქვს! გვინდა, ამ სფეროში კვლავ ჩვენი სიტყვა ვთქვათ. მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და სირთულეების დასაძლევად“, – ამბობს ასტონ-მარტინის გენერალური დირექტორი. „ასტონ მარტინი“ პროგრესსა და განვითარებასთან, წარმატებისკენ მუდმივ სწრაფვასთან ასოცირდება. გვინდა, ჩვენი ბოლიდები და პილოტებიც ასე იყვნენ“.

2021 წლის ფორმულა 1-ის სეზონი 28 მარტს, ბაჰრეინის გრან პრით დაიწყება, 23 ეტაპიანი მარათონი 2021 წლის დეკემბერში აბუ-დაბის გრან პრით დაიხურება.


9 ტენდენცია, რომელიც 2021 წლიდან მუშაობის ახალ ფორმას ჩამოაყალიბებს

კომაროველი თამარ კორკოტაშვილი სწავლას MIT-ში გააგრძელებს