in ,

ასტონ მარტინმა ასე აღნიშნა დაბადების დღე

კომპანიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით Aston Martin-მა ახალი CC100 გამოუშვა. სპორტულ მანქანას შესაშური მონაცემები აქვს და  მისი წინამორბედის  Aston Martin DBR1  თანამედროვე ვარიანტს წარმოადგენს.

საიუბილეო გამოშვებას 6 თვის მანძილზე აწყობდნენ და პროცესი მთლიანად კომპიუტერიზირებული იყო.  CC100-ზე ჯერ ბევრი რამე არ არის ცნობილი.

(მარცხნივ Aston Martin DBR1, მარჯვნივ CC100 )

მანქანის სიგრძე 4,5 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე 2 მეტრია.  წონა 1200 კგ.  მაჩვენებელს 100კმ/ს  4 წამში აღწევს. სიჩქარის რადარი 290კმ/ს შემდეგ შედის მოქმედებაში. რაც შეეხება ავტომობილის ფერს, მისი არჩევა მსოფლიოში საუკეთესო საავტომობილო ტრასის ფერების მიხედვით შეირჩა.

მანქანაში სპორტული სავარძლებია დამონტაჟებული, ხოლო სალონის უმეტესი ნაწილი კარბონით და კლასიკური ღია ყავისფერი ტყავით არის შესრულებული.

CC100 ფასი 770,000-დან  $1,540,000-მდე მერყეობს და მას უკვე ერთი მყიდველი ჰყავს, რომლის სახელს არ ამხელენ.


დაწერე მუსიკა შენი გონებით, სმირნოფთან ერთად.

გაყევი უსაფრთხო გზას