in

ბრენდი, რთული გზითა და წარმატებული მანქანით – Aston Martin-ის ისტორია

ასტონ მარტინი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდია მსოფლიოში. სტილის, ფუფუნებისა და ჯეიმს ბონდის სინონიმი ასტონ მარტინი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია მსოფლიოში. თუმცა, მიუხედავად მისი უზარმაზარი წარმატებისა, მას საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი მომენტებიც ჰქონია.

და მაინც, საიდან და როგორ დაიწყო ასტონ მარტინის ისტორია?

დასაწყისი 

ასტონ მარტინი დაარსდა 1913 წელს ლიონელ მარტინისა და რობერტ ბემფორდის მიერ. ისინი გაერთიანდნენ ზინგერის მიერ წარმოებული მანქანების გასაყიდად, თუმცა შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა თავად ეწარმოებინათ ავტომობილები. პირველ მანქანას ეწოდა Aston Martin და შეიქმნა მარტინის მიერ 1908 წლის Isotta-Fraschini-ის შასიზე ოთხცილინდრიანი ძრავის დაყენებით.

1915 წლის მარტში კენსინგტონში, შენობის შეძენის შემდეგ, Henniker Mews-ში კიდევ ერთი პირველი მანქანა შეიქმნა. თუმცა, წარმოება კარგად ვერ აეწყო პირველი მსოფლიო ომის გამო, რომელშიც მარტინი შეუერთდა ადმირალტიას და ბამფორდი სამეფო არმიის სამსახურის კორპუსს. ყველა მათ მიერ წარმოებული ტექნიკა თუ მანქანა საბოლოოდ  Sopwith Aviation Company-მ იყიდა.

ერთ-ერთი პირველი ასტონ მარტინი

პირველი ომის შემდეგ

ასტონ მარტინი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა აბინგდონ როუდზე და დააპროექტა ახალი მანქანა. 1920 წელს კომპანიამ მიიღო დაფინანსება გრაფ ლუი ზბოროვსკისგან. 1922 წელს მათ აწარმოეს მანქანები საფრანგეთის გრან პრიზე მონაწილეობისთვის. მათ ბრუკლენდსში სიჩქარისა და გამძლეობის მსოფლიო რეკორდები დაამყარეს. ამ დროს შექმნილი მანქანები იყო Green Pea, Razor Blade და Halford Special. გასაყიდად აშენდა დაახლოებით 55 მანქანა, გრძელი შასითა და მოკლე შასით. ასტონ მარტინი გაკოტრდა 1924 წელს, რის შემდეგ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პრობლემები დაატყდა ბრენდს თავს. 1926 წელს ლაიონელ მარტინმა კომპანია დატოვა.

Green Pea

მოგვიანებით, ბილ რენვიკმა, ავგუსტუს ბერტელიმ (ბერტი) და ინვესტორმა, ლედი ჩარნვუდიმ, აიღეს კონტროლი ბიზნესზე. მას ეწოდა Aston Martin Motors და გადავიდა Whitehead Aircraft Limited Hanworth-ში, ფელტჰამში. ბერტელი და რენვიკი უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობდნენ და შეიმუშავეს ზედა კამერის ოთხცილინდრიანი ძრავა დაპატენტებული წვის კამერის დიზაინის გამოყენებით. მათ გამოსცადეს ის და დაარქვეს Buzzbox. ეს იყო Renwick-ისა და Bertelli-ის ერთადერთი ავტომანქანა.

მანქანებს ამ პერიოდის განმავლობაში, 1926-1937 წლებში, ეწოდა ბერტელის მანქანები და მოიცავდა შემდეგ მოდელებს: T-Type, International, Le Mans, MKII, Ulster და Speed Model. ამ მანქანების უმეტესობა იყო ღია, ორადგილიანი სპორტული მანქანები. თუმცა, ფინანსური პრობლემები კვლავ გაჩნდა 1932 წელს და ასტონ მარტინი კვლავ ვიღაცას უნდა გადაერჩინა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა სერ არტურ საზერლენდი. ბრენდი გადავიდა საგზაო მანქანების წარმოებაზე და წარმატებით მიდიოდა ეს საქმიანობა მანამ, სანამ მეორე მსოფლიო ომი არ შეწყვეტდა წარმოებას. მეორე მსოფლიო ომის დროს მათ აწარმოეს თვითმფრინავის კომპონენტები.

Le Mans

დევიდ ბრაუნის მოდელები

David Brown Limited-მა იყიდა Aston Martin 1947 წელს. ეს იყო სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობისა და ჩარხების მწარმოებელი კერძო კომპანია, რომელიც არსებობდა 1860 წლიდან. იგი ასევე ფლობდა ბრენდ Lagonda-ს. შედეგად კი, ლაგონდა და ასტონ მარტინი ერთნაირ ძრავებზე გადავიდნენ, გაიზიარეს ერთნაირი რესურსები და დაიწყეს DB სერიის მანქანების შექმნა.

DB2 გამოვიდა 1950 წლის აპრილში, რასაც მოჰყვა DB2/4 1953 წელს, MkII 1955 წელს და DB Mark III 1957 წელს. DB5 გამოვიდა 1963 წელს, DB6 რამდენიმე წლის შემდეგ 1965 წელს და DBS 1967 წელს.

DB

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელები საკულტო გახდა, ასტონ მარტინი კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა 1972 წელს. დევიდ ბრაუნმა გადაიხადა ვალები და გადასცა ბრენდი Company Developments-ს, ბირმინგემში დაფუძნებულ საინვესტიციო ბანკს. სწორედ ამ დროს მოუხდა ასტონ მარტინს შეერთებულ შტატებში გაყიდვების შეჩერება იმის გამო, რომ მისი მოდელები ვერ აკმაყოფილებდნენ კალიფორნიის გამონაბოლქვის მოთხოვნებს.

V8

ასტონ მარტინი იყიდეს ჩრდილოეთ ამერიკელმა ბიზნესმენებმა: პიტერ სპრაგიმ, ტორონტოს სასტუმროს მფლობელმა, ჯორჯ მინდენმა და ჯერემი ტერნერმა, ლონდონელმა ბიზნესმენმა. სხვა ინვესტორები იყვნენ ბრიტანელი საოფისე ქონების დეველოპერი ალან კერტისი და შეფილდის ფოლადის მაგნატი ჯორჯ ფლატერი.

V8 Vantage

ქარხანა, რომელიც ადრე დაიხურა, ხელახლა გაიხსნა Aston Martin Lagonda Limited-ის სახელით. ახალმა მფლობელებმა ასტონ მარტინს მოდერნიზაციისკენ უბიძგეს, 1977 წელს აწარმოეს V8 Vantage და 1978 წელს კაბრიოლეტ Volante.

ასტონ მარტინი და ჯეიმს ბონდი

ასტონ მარტინი და ჯეიმს ბონდი ერთგვარი სინონიმებია, სწორედ იმიტომ, რომ 007 წლების განმავლობაში მართავდა ასტონ მარტინის რამდენიმე მანქანას, მათ შორის V8 Vantage (1980-იანი წლები), V12 Vanquish და DBS (2000-იანი წლები).

V12 Vanquish

სანამ ჯეიმს ბონდი იცავდა დედოფალს და ქვეყანას Aston Martin-ის ავტომობილით, რამაც გაყიდვები გაიზარდა რეალურ სამყაროში. ასტონ მარტინი თავიდან აღორძინდა და კვლავ დაიწყო გაზრდა.

ასტონ მარტინი და ფორდი

მზარდი წარმატების მიუხედავად, Aston Martin-ს მაინც სჭირდებოდა ფული გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩენისთვის. უოლტერ ჰეისი ევროპის Ford-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო და ხედავდა ბრიტანული ბრენდის პოტენციალს. შედეგად, ფორდმა 1987 წელს მისი წილი იყიდა და წარმოება გაზარდა. 1995 წელს Aston Martin-მა გამოუშვა 700 მანქანა, რაც კომპანიისთვის რეკორდი იყო. 1998 წლისთვის აშენდა მე-2000 DB7. 2002 წელს გამოვიდა მე-6000-ე, რაც აღემატება ყველა წინა DB მოდელს. 2001 წელს Aston Martin-მა წარადგინა Vanquish. 2003 წელს გეიდონის ქარხანა გაიხსნა და ეს იყო პირველი დანიშნულებისამებრ აშენებული ქარხანა Aston Martin-ის ისტორიაში. იმავე წელს მათ გამოუშვეს DB9 Coupe.

DB9 Coupe

თანამედროვე ისტორია

თუმცა, დიდხანს ასტონ მარტინი მთლიანად არც ფორდის ხელში ყოფილა და დევიდ რიჩარდსმა ასტონ მარტინი 475 მილიონ ფუნტად შეიძინა. რიჩარდსი იყო კონსორციუმის ნაწილი, რომელშიც ასევე შედიოდა ამერიკელი საინვესტიციო ბანკირი და ორი ქუვეითური კომპანია. თუმცა, ფორდმა შეინარჩუნა ასტონ მარტინის წილი, რომლის ღირებულება 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

2008 წელს ასტონ მარტინმა გამოაცხადა, რომ ისინი აცოცხლებდნენ ლაგონდას მარკას კონცეფციით, რომელიც ემთხვეოდა ასტონ მარტინის 100 წელს.

2013 წელს Aston Martin-მა გააფორმა ხელშეკრულება Daimler AG-თან, რაც ნიშნავს, რომ Aston Martin-ის შემდეგი თაობის მანქანებს ექნება Mercedes-AMG ძრავები და რომ Daimler AG ფლობს Aston Martin-ის 5%-ს. ეს ასევე მოიცავდა Aston Martin-ის ახალი ელექტრული სისტემების მორგებას, რაც ახალი თაობის გაშვების გეგმის ნაწილია, რომელიც მოიცავს ახალ ტექნოლოგიას და V8-ებს.

rapide

Aston Martin კვლავ რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრენდად და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობაზე მეტი ფინანსური პრობლემები აქვს, მაინც აწარმოებს დიდი რაოდენობის მანქანებს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

რას წარმოადგენს საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი და რა მიზანს ემსახურება იგი?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უფროსი “მოჩვენებით დაწინაურებას” გთავაზობთ?