in

ისტორიული ფოტოებით შექმნილი ვიდეო F1-ის ახალ კოლექციას გვაცნობს — Aston Martin x Rolling Stones

ფორმულა 1-ის კოლექციას Aston Martin და Rolling Stones უშვებს. შესაბამისად, აქ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მარტივად ამოსაცნობ სიმბოლოს Rolling Stones-ის ენას ნახავთ, ოღონდ ფრთებით, რადგან საქმეში Aston Martin-იცაა ჩართული.

BOG

ამ ამბავს ვიდეოთი გვაცნობენ, რომელშიც ჰუდებს, ზედებსა და მაისურებს გვაჩვენებენ როკერების სურათებით. ეს ფოტოებია სწორედ ისტორიული და კამპანიას რომ Hot Stuff ეწოდება, არც ესაა შემთხვევითი:

აღფრთოვანებული ვიყავი Stones-თან მუშაობით და შემდეგ ამის მათ არხებზე ნახვით. ამასთან, მათივე 70-იანი წლების Black and Blue ალბომიდან Hot Stuff-ის გამოყენება წარმოუდგენელი სიამოვნება იყო. Aston Martin-იც, ეს ორი ლეგენდაა… კოლაჟის ყველა სურათი ორიგინალია, რომელიც მეტ ლიმ მოგვაწოდა, Rolling Stones-ის მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელმა. წარმოუდგენელია, თუ რამდენი მასალა აქვს მას, დაწყებული ორიგინალი ჩანაწერებით, გაგრძელებული წერილებით ბენდსა და მენეჯმენტს შორის და დამთავრებული ტურებით. ის მოსასხამიც კი აქვს, რომელიც ჯაგერს Altamont-ზე ეცვა, — ამბობს გლენ კიტსონი, რეჟისორი.

ახლა დროა, თავად ნახოთ, როგორია Aston Martin x Rolling Stones-ის Hot Stuff:

„ეთნოგრაფი“ განახლებული ვიზუალური იდენტობით უმასპინძლებს სტუმრებს

თანამშრომლებს საქმეს დღეში საშუალოდ 275-ჯერ აწყვეტინებენ