არაკომერციული ორგანიზაცია Save a Star-ის პირველ ფოტოკონკურსზე 30 ქვეყნის ასტროფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსი ASTRO2021 ღამის ცის სილამაზის გადარჩენას ემსახურება — სამწუხაროდ, გამონაბოლქვისა და დაბინძურების დონე იმდენად მატულობს, რომ სულ უფრო რთული ხდება ღამის ცის ნათების სრულად აღქმა.
სტატიაში კი კონკურსზე გაგზავნილი ფოტოებიდან საუკეთესო თხუთმეტეულია წარმოდგენილი. თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა კატეგორიაში შესაბამისი ჯილდო მიიღო — იქნება ეს ირმის ნახტომის, მთვარის, მზის, გალაქტიკების თუ ასტეროიდების კატეგორია.