in ,

ასტროფესტივალი 2020-ის დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 12 სექტემბერს გაიმართება

გორის, თელავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის შემდეგ, „ასტროფესტივალი 2020“-ის დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 12 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება რიყის პარკის ამფითეატრში, 20 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ პირბადეებით.

ასტროფესტივალი 2020 შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით ტარდება.

ასტროფესტივალი მოიცავს პოპულარულ ლექციებს და ტელესკოპებით დაკვირვებას ციურ სხეულებზე (იუპიტერი, სატურნი, მარსი, თანავარსკვლავედები). „საქართველოს ასტროკლუბი“ არის არასამთავრობო, არაკომერციული, საგანმანათლებლო – სამეცნიერო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მეცნიერების, სახელდობრ – ასტრონომიისა და სხვა კოსმოსური მიმართულებების პოპულარიზაცია საზოგადოებაში. ღონისძიების სპონსორია ფირმა Celestron-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში – Planetarium/პლანეტარიუმი.

კლუბის წესდება კრძალავს ნებისმიერი სახის არასამეცნიერო და არათემატურ, მათ შორის – ფსევდომეცნიერების, რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური სახის აქტივობა-პროპაგანდას, გამონაკლისის გარეშე. შესაბამისად, ღონისძიებას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. ლექციებს, გაკვეთილებსა და სხვა აქტივობებს ჩაატარებენ მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტები.

„თიბისი ფეის“ ტექნოლოგიურ გუნდში ახალ წევრებს ეძებენ

DeepFake – სიმღერა All Star მსოფლიოში ცნობილი კინოპერსონაჟების შესრულებით