in

როგორი შეგრძნებაა პანდემიის დასრულება? ნახეთ, Johnnie Walker-ის რეკლამაში

“მე ასტრონავტი ჯონ ოლივასი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს, იყო იზოლაციაში”

იზოლაციისგან დაღლილ კაცობრიობასთან სასაუბროდ Johnnie Walker-მა ასტრონავტი ჯონ ოლივასი მიიწვია. ოლივასი კოსმოსში ორჯერ იმყოფებოდა. შინ დაბრუნებულს კი, ოჯახთან, მეგობრებთან და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ამბებთან შეხება განსაკუთრებულ სიხარულსა და მძაფრ შეგრძნებებს ანიჭებდა. ამგვარად, Johnnie Walker-ს სურდა ესაუბრა, პანდემიის გამო, სახლებში დარჩენილ საზოგადოებასთან და მიეცა იმედი, რომ ყველაფრის დასრულების შემდეგ, ცხოვრებას სრულიად ახლებურად შევიგრძნობთ. რეკლამა ორი ასტრონავტის დედამიწაზე დაბრუნებაზე გვიამბობს და იმ ემოციებზე, რაც მის შემდგომ ცხოვრებას ახლავს. რეკლამა ფილმ “გრავიტაციას” მოგაგონებთ.
“მომდევნო 200 წელი მხოლოდ დასაწყისია. განაგრძე სვლა”, – ეს Johnnie Walker-ის კამპანიის გზავნილია. ბრენდი 1820 წელს შეიქმნა. კამპანიაზე სააგენტო AlmapBBDO, Brazil-მა იმუშავა.

პოლარული დათვის ბელებზე ოთხი აღმზრდელი ზრუნავს

Global Finance-მა თიბისი, საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა