in

კოსმოსში ფრენა თავის ტვინში ხანგრძლივ სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს — კვლევა

ჩვენ კარგად ვიცით, რომ კოსმოსში გატარებული დრო ასტრონავტების სხეულზე ზემოქმედებს, დაწყებული ტვინიდან, დამთავრებული ძვლებამდე. თუმცა მეცნიერები დეტალებს ჯერ კიდევ არ იცნობენ კარგად. სწორედ ამიტომ, ახალ კვლევაში შეისწავლეს, რამდენად ზემოქმედებდა კოსმოსური მისიების ხანგრძლივობა და სიხშირე ადამიანის ტვინში არსებულ სითხეზე — ცერებროსპინალური სითხე თავის ტვინის პარკუჭებში გვხვდება და მის მექანიკურ ბარიერს წარმოადგენს…

M2
M2

ახლა კი მკვლევრები იმაზე საუბრობენ, რომ კოსმოსური ფრენა პარკუჭის ზომას ზრდის და ტვინის სითხის მოცულობა კონკრეტულ ფაქტორებზეა დამოკიდებული — იმ დროის ხანგრძლივობის ჩათვლით, რასაც კოსმოსში ატარებენ და ინტერვალების კოსმოსურ ფრენებს შორის. 

შედეგების თანახმად, თავის ტვინის პარკუჭის გაფართოება კოსმოსური მისიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად გრძელდება. სამ წელზე ნაკლები ინტერვალები კი, სავარაუდოდ, არ მისცემს მათ საკმარის დროს, რათა მანამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს, — აცხადებენ მკვლევრები.

30 ასტრონავტის MRI სკანირების გამოყენებითა და მანამდე ჩატარებული კვლევების გაანალიზებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ხანგრძლივია კოსმოსური ფრენა, მით უფრო იზრდება პარკუჭის ზომა. ამასთან, 7 ასტრონავტში, რომლებსაც მისიებს შორის 3 წელზე ნაკლები შესვენება ჰქონდათ, პარკუჭის გაფართოება ნაკლებად ჩანდა…

სკანირებებმა ისიც აჩვენა, რომ რაც უფრო უახლეს პერიოდში იყვნენ ასტრონავტები მისიაში, მით უფრო ნაკლებად შესამჩნევი იყო პარკუჭის ზომის ზრდა მისიის შემდგომ. მიღებული შედეგები გვთავაზობს, რომ ტვინზე სხვადასხვა ფრენის კუმულაციური ეფექტი, მიკროგრავიტაციასთან ადაპტაცია და კოსმოსური გარემო ზემოქმედებს…“. 

მეცნიერთათვის გამოწვევას ის წარმოადგენდა, რომ კოსმოსურ მისიებში ჩართული ბევრი ადამიანი არ გვყავს. კვლევის პროცესში ასეთი სულ 636 ინდივიდი იყო. კოსმოსური ფრენების ეფექტების გაანალიზება კი ადამიანების უფრო დიდ ჯგუფებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკეთ გაიგონ, თუ როგორ ზემოქმედებს იგი განსხვავებულ სხეულსა და ტვინზე. 

კონკრეტულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოსმოსური ფრენები ტვინში ცვლილებებს ახდენს და ეს მისიის ხანგრძლივობასა და სიხშირეზეა დამოკიდებული. აქვე, საინტერესოა ისიც, რომ მანამდე დამატებითი ცერებროსპინალური სითხე ასტრონავტებში ხედვის პრობლემებს დაუკავშირეს… დაბოლოს, თუ იმ ხანგრძლივ მისიებს გავითვალისწინებთ, რომლებიც მომდევნო წლებში მთვარესა და მარსზეა დაგეგმილი, აუცილებლად უნდა გავიგოთ, თუ რა გავლენა ექნება მას ასტრონავტებზე… 

„ნაფიქრალი“ — აზროვნების აკადემიის წლის მთავარი ღონისძიება შედგა

ORS PAIR: ბრენდისა და მარკეტინგის ახალი სტრატეგიული სააგენტო, გააზრებული ურთიერთკავშირების ძიებაში