in

SpaceX-ის ასტრონავტმა კოსმოსში Star Wars-ის მუსიკა დაუკრა — ვიდეო

თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კოსმოსში ვიოლინოთ სოლო შესრულდა… ფაქტი კი შემდეგია: Polaris Dawn-ის მისიის წევრმა სარა გილისმა Star Wars-ის სიმღერა ვიოლინოზე დაუკრა. კოსმოსური ორკესტრის ვიდეო კი დედამიწაზე Starlink-ის სისტემის დახმარებით გადმოიცემოდა. 

M2
M2

რადგან ჩვენი მშვენიერი პლანეტის ირგვლივ 5-დღიანი მისიის ფარგლებში ვიმოგზაურეთ, გვინდოდა, ეს განსაკუთრებული მუსიკალური მომენტი თქვენთვის გაგვეზიარებინა. გლობალურ ტალანტთან გაერთიანებით, ეს შესრულება ერთობისა და იმედის სიმბოლოს წარმოადგენს…, — აცხადებს სარა გილისი, SpaceX-ის ინჟინერი.

მუსიკას, რომელიც ვიდეოში ისმის, Rey’s Theme ეწოდება, კომპოზიტორი კი ჯონ უილიამსია, რომელმაც იგი სპეციალურად Star Wars-ისთვის დაწერა. ხოლო უშუალოდ გილისის ნაწილს აკომპანემენტს უწევდნენ ორკესტრის ახალგაზრდა წევრები ამერიკიდან, ბრაზილიიდან, შვეიცარიიდან, უგანდიდან, ვენესუელიდან და ჰაიტიდან. ვიდეოში ჯონ უილიამსიც ჩანს, Polaris Dawn-ის მისიის ეკიპაჟის 3 წევრთან ჯარედ აიზაკმენთან, სკოტ პოტიტთან და ანა მელონთან ერთად:

აღსანიშნავია, რომ ვიდეო St. Jude’s Hospital-თან კოლაბორაციით შეიქმნა, რადგან მისია მიზნად მათთვის ფულის შეგროვებას ისახავს. ამ ამბავში El Sistema US-აც ჩართული იყო, მათ მიზანს კი უკვე მუსიკალური განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა…

მუსიკის უნივერსალური ენით შთაგონებული და თავდაუზოგავი ბრძოლით კიბოსა და მსგავს დაავადებებთან ბავშვებში, ეს მომენტი იმ იმედით შეიქმნა, რომ შთავაგონებთ მომავალ თაობებს, იყურონ ვარსკვლავებისკენ, — ვკითხულობთ Polaris-ის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ Polaris Dawn-ის მისია 10 სექტემბერს გაეშვა და მას არაერთი მიღწევა უკავშირდება, თუნდაც ის, რომ ღია კოსმოსში გავიდნენ და კოსმოსში მყოფ ადამიანთა რეკორდული მაჩვენებელიც შემოგვთავაზეს. ამასთან, ასტრონავტებმა რადიაციული გარემოს მონაცემები შეაგროვეს და მრავალი სამედიცინო კვლევა თუ ექსპერიმენტი ჩაატარეს. ფრენა 15 სექტემბერს დასრულდა და ოთხივე ასტრონავტი მექსიკის ყურეში დაეშვა. 

ნუ გადაყრი, ჩააბარე გადასამუშავებლად! – გახსენი ეკო სეზონი ალტაში

Samsung-ის რეკლამაში Apple-ის სლოგანი გამოიყენეს?!