in

ასტრონომებმა ცის უდიდესი რუკა შექმნეს – წარმოდგენილია ერთ მილიარდზე მეტი გალაქტიკა

ეს სამგანზომილებიანი რუკის პირველ ეტაპს წარმოადგენს

სამყარო გამუდმებით ფართოვდება – გალაქტიკები სულ უფრო მზარდი სიჩქარით შორდება ერთმანეთს. მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1998 წელს ახსენეს “მოგერიებითი ძალა”, რომელსაც ბნელი ენერგია ეწოდება. სწორედ მისი მეშვეობით ფართოვდება სამყარო.

M2
M2

ბნელი ენერგიის უკეთ შესასწავლად, DESI Legacy Imaging Surveys-ის პროექტის ფარგლებში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა წლები დახარჯა ცის უდიდესი რუკის შექმნაზე. 10 ტრილიონი პიქსელით გამოსახული რუკის მასშტაბი უზარმაზარია – ის ხილული ცის ნახევარს და ერთ მილიარდზე მეტ გალაქტიკას მოიცავს.

“ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები რუკებს ჩვენი პლანეტის გასაგებად იყენებდნენ, სადაც მთავარ ადგილს ადამიანი იკავებს – სად ვართ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. ასტრონომიული რუკები კი ამ ტრადიციას უკიდურესი მასშტაბით აგრძელებს” – წერს NOIRLab, ეროვნული ოპტიკურ-ინფრაწითელი ასტრონომიის კვლევის ლაბორატორია, რომელიც რუკის შექმნაში მონაწილეობდა.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ასტრონომიული რუკები შესაძლებლობას მოგვცემს, უკეთ გავიგოთ, რა არის ბნელი ენერგია… სწორედ ის მოგვითხრობს სამყაროს ისტორიასა და ბედზე. “სამყარო მარადიულად გაფართოვდება. გაფართოება ამჟამად აჩქარებულია, რასაც ბნელი ენერგიის უცნობი რაოდენობა იწვევს”. 

აღსანიშნავია, რომ DESI Legacy Imaging Surveys-ის მიერ შეგროვებულმა უზარმაზარმა მონაცემებმა უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენები, მათ შორის, გალაქტიკებში აქტიური შავი ხვრელები და მსუბუქი, მომაკვდინებელი ლინზები. თუმცა ეს ახალი რუკა მხოლოდ პირველი ეტაპია DESI-ის მთავარი მიზნისა, რომელიც სამყაროს სამგანზომილებიანი რუკის შექმნას გულისხმობს. ამისათვის მეცნიერები 35 მილიონი გალაქტიკისა და 2.4 მილიონი კვაზარის მონაცემებს გამოიყენებენ.

თანაც, DESI აღჭურვილია ავტომატიზირებული რობოტებით. მათ წვრილი ბოჭკოვანი კაბელები აქვთ და შეუძლიათ, ცალკეული გალაქტიკები მონიშნონ. ისინი 5 000 გალაქტიკის ერთდროულად გასაზომად შეიქმნა.

ქალაქების კოლოსალური წონა მათ ჩაძირვას იწვევს

როგორ ვთხოვოთ ჩვენს უფროსს უფრო მოქნილი გრაფიკი სამსახურში?