in

ასტრონომებმა ქვიშის ქარიშხლებიანი უცხო პლანეტა აღმოაჩინეს!

დედამიწიდან სულ რაღაც 70 სინათლის წლის მანძილზე არსებული უცხოპლანეტელთა სამყარო აღმოჩენილთაგან ერთ-ერთი ყველაზე იდუმალია… არსებული ტემპერატურით ალუმინის სწრაფად გადნობა შეუძლია და 10 000-წლიან ორბიტას გვთავაზობს — თანაც, ერთის კი არა, ორი ვარსკვლავის ირგვლივ. მეტიც, ქვიშის ქარიშხლებითაა სავსე! 

M2
M2

ეს ყველაფერი VHS 1256 b-ის ატმოსფეროში JWST-ს დახმარებით მოხდა და ალბათ, არც გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მისი მრავალი კომპონენტი გამოვლინდა — მეთანი, ნახშირბადის მონოოქსიდი და წყალი, თანაც, ნახშირორჟანგის დიოქსიდის დამატებითი მტკიცებულებით!

მართალია, ასტრონომებმა საკმაოდ ბევრი რამ გაიგეს VHS 1256 b-ზე, მაგრამ იგი გარკვეულწილად მაინც იდუმალია. მისი მასა გიგანტურ პლანეტებსა და ყავისფერ ჯუჯებს შორის არსებულ ზღვარზეა. მათი განსხვავებული მახასიათებლებიდან გამომდინარე კი, კონკრეტული ატმოსფეროს ზუსტ ბუნებაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. 

„VHS 1256 b დაახლოებით ოთხჯერ შორს არის თავისი ვარსკვლავებისგან, ვიდრე პლუტონი ჩვენი მზისგან, რაც მას ჯეიმს ვებისთვის დიდებულ სამიზნედ აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტის სინათლე ვარსკვლავების სინათლესთან არ არის შერეული, — განმარტავს ბრიტანი მაილსი, ასტრონომი.

ჯეიმს ვების დაკვირვებებით თერმული რადიაციაც კი გაზომეს — მისი ატმოსფერო, სადაც ქვიშის ღრუბლები შეგვიძლია ვიპოვოთ, 820 გრადუსს აღწევს. რაც შეეხება სინათლეს დაბალი გრავიტაციით, სწორედ ეს ქმნის ცას ტურბულენტურს. ანალოგიურად, სინათლის შესწავლით დაადგინეს მეცნიერებმა, რომ ობიექტის ატმოსფერო და ქვიშის ღრუბლები მუდმივად იცვლება და, სავარაუდოდ, ენსტატიტის, ფორსტერიტისა და კვარცისგან შედგება.

მონაცემები იმდენად დეტალური იყო, რომ მკვლევრებმა მარცვლების განსხვავებული ზომების დადგენაც კი მოახერხეს — იმაზე უფრო პატარა, ვიდრე კვამლის ნაწილაკებია და იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ქვიშაა. ამ უკანასკნელზე კი ფიქრობენ, რომ საკმარისად მძიმეა ზედა ატმოსფეროში დასარჩენად, შესაბამისად, ისევ შიგნით შეიძლება ვარდებოდეს.

ეს არ არის საბოლოო სიტყვა ამ პლანეტისთვის — ეს მხოლოდ დასაწყისია ფართომასშტაბიანი მოდელირებისა, რათა გავაანალიზოთ ჯეიმს ვების კომპლექსური მონაცემები, — აცხადებს ელიზაბეტ მეთიუსი, ასტროფიზიკოსი. 

„მარკო პოლო გუდაური“ 35 წლისაა – სასტუმრო, რომელიც კურორტის სიმბოლოდ იქცა

სასიამოვნო სიახლე მოგზაურებისთვის TKT.GE-სა და Visa-სგან