ყოველწლიურად Astronomy Photographer of the Year-ის კონკურსი სამყაროს სხვადასხვა რაკურსით გვაჩვენებს და არც ეს წელია გამონაკლისი. შორეულ გალაქტიკებს, ავრორას დრამატულ ფოტოებს, კომეტებსა თუ მთვარეს ვხედავთ… თუმცა ჩამონათვალი კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რადგან 2024 წლის კონკურსში წელს 58 ქვეყნიდან 3500-მა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა! ეს გამარჯვებულის ვინაობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, ამიტომ აღარ დაგაყოვნებთ და გეტყვით, რომ იგი ამერიკელი რიან იმპერიო გახლავთ ფოტოსთვის Distorted Shadows of the Moon’s Surface by an Annular Eclipse.
როცა მთვარის უხეშ ზედაპირზე სიცარიელეები ჩნდება, ეს მზის ნათებას მასში გავლის საშუალებას აძლევს მანამ, სანამ დაბნელების სრული ფაზა დადგება და ზუსტად ეს პროცესია Astronomy Photographers 2024-ის გამარჯვებულ სურათზე ასახული. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მოვლენის გადაღება საკმაოდ რთულია, რადგან ძალიან ცოტა ხნით შეგვიძლია მისი დანახვა…
გამარჯვებულები ცალკეულ კატეგორიებშიც გამოვლინდნენ, რომელთა შორისაცაა Aurorae, Our Moon, Galaxies, People & Space, Planets, Comets & Asteroids, Skyscapes, Stars & Nebulae, Best Newcomer, Young Astrophotographer, Image Innovation და Nancy’s Personal Favorite — ახალგაზრდა ასტროფიზიკოსის ჯილდო 14 წლის მოზარდმა აიღო! ქვემოთ კი ყველა მათგანის ნახვას შეძლებთ:
Aurorae
Our Moon
Galaxies
People & Space
Planets, Comets & Asteroids
Skyscapes
Stars & Nebulae
Sir Patrick Moore Prize for Best Newcomer
Young Astrophotographer
Annie Maunder Prize for Image Innovation
Nancy’s Personal Favorite