მსოფლიო კლასის ბრენდმა, ASUS-მა, ელექტრომუხტის მქონე კამპანია „Another Level“ წამოიწყო. ასე გვეუბნება, რომ მისი ტექნიკა ახალ და უფრო პროფესიონალურ დონეზე გადადის… სწორედ ამიტომ, განსაცვიფრებელ ვიზუალურ ეფექტებს გვაჩვენებს, რომლებიც ASUS-ის ლეპტოპების გამორჩეული შესაძლებლობებით მიიღება.
რეკლამა Great Guns-ის რეჟისორის კამილ მაროტეს ხელმძღვანელობით შეიქმნა. მოქმედება რამდენიმე განსხვავებულ ადგილზე ვითარდება, ესენია მიტოვებული სადგური, გადასაღები მოედანი და ეკლესია. მსგავსად, რეჟისორი გრაფიკის რეალობაში გადმოტანის სიმარტივეს უსვამს ხაზს, რაც მომავალში ASUS–ის ლეპტოპის მომხმარებლებს სასურველი სამყაროებისა და გასაოცარი ამბების გადმოცემის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება ბრძოლის სცენას, მასში მსახიობი მაგდალენა სიტოვა ჩეხ ბოდიბილდერთან ერთად მონაწილეობს, VFX ეფექტების დამატებით კი შთამბეჭდავი სცენა იქმნება.
ASUS-ის ლეპტოპები სწორედ რეჟისორების, ხელოვანებისა და კონტენტ კრეატორებისთვის შეიქმნა, შესაბამისად, რეკლამა წარწერით „შექმენი ASUS-თან ერთად“ მთავრდება და მასზე სააგენტო Great Guns-მა იმუშავა.













