ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ჩვენს გონებაში ის ბრენდები იკავებენ ადგილს, რომლებიც თანამედროვე საჭიროებებსა და მოთხოვნებს ყველაზე კომფორტულად პასუხობენ. მათ შორისაა ASUS-ის ბრენდი. მისი ჩამოყალიბება 1989 წელს, ტაიპეიში დაიწყო, სადაც 4-მა ჰარდვეარ ინჟინერმა საკუთარი სტარტაპის შექმნა გადაწყვიტა. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ ASUS-ზე გიამბობთ.
ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ამ ბრენდის შექმნის იდეა კოფიშოპში დაებადათ ენთუზიასტ ინჟინრებს. ეტაპობრივად, ეს იდეა რეალობად იქცა და მალე, ASUS-მა დაიწყო მსოფლიოში წამყვანი დედაპლატების, მაღალი ხარისხის კომპიუტერების, მოძრაობის გრაფიკული ბარათების და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავება და გაყიდვა. დედაპლატების წარმოება იმდენად ეფექტურად შეძლო, რომ ეტაპობრივად, ბაზრის წილის 40% დაიკავა. ეს ყველაფერი კი კაფეში გაჩენილი იდეის შედეგი იყო.
კომპანიის სახელწოდება ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება, კერძოდ კი პეგასუსს – ფრთოსან ცხენს, რომელიც გამოირჩევა სიძლიერით, სიბრძნით, სიწმინდითა და ცოდნით. სწორედ ამ მახასიათებლების მიხედვით შეარჩია ბრენდმა სახელდება ASUS, როგორც სიმძლავრისა და დახვეწილობის სიმბოლო.
ASUS ხუთი ძირითადი იდეალის გარშემო ტრიალებს, ესენია: თავმდაბლობა: გუნდური სულისკვეთება და ძლიერი მოტივაცია. მთლიანობა: ძლიერი და სუსტი მხარეების გულწრფელად მიღება. გულმოდგინეობა: ფოკუსირება ხარჯების ოპტიმიზაციაზე იმ მიზნით, რომ „აკეთო მეტი, ნაკლები რესურსით“. სისწრაფე: სწრაფად გაითავისოთ ნებისმიერი სიტუაციის შინაარსი, ახალი შესაძლებლობების ძიებაში. გამბედაობა: პრობლემების მოგვარება.
სწორედ ამ პრინციპებით შეძლო ბრენდმა გამხდარიყო წამყვანი კომპანია IT სფეროში.
ბრენდის გამორჩეულ პროდუქტებს შორისაა ROG-ის ხაზი. ROG ნიშნავს გეიმერების რესპუბლიკას – Republic of Gamers. ესაა ლეპტოპების ხაზი, რომელის მაღალი დონის თამაშებზეა გათვალისწინებული, აქვს თხევადი გაგრილების სისტემა, რათა გაზარდოს ეფექტურობა. ამ მიდგომას ASUS სხვა კატეგორიების პროდუქტებშიც იყენებს.
უკვე სამი ათეული წელია, რაც ASUS ტექნოლოგიურ სფეროს ემსახურება. ის ერთ-ერთი ტოპ-ბრენდია ელექტრონიკის სფეროში, განვითარებითა და დიზაინით. საკუთარი პროდუქტის ხარისხის დამსახურებით, ASUS-მა დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია კომპიუტერულ სფეროში. მის პროდუქტებს შორის მრავალფეროვან არჩევანს ნახავთ. Asus-ს აქვს ოფისები მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში და 16,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს მსოფლიოს გარშემო.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.