კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Asus-მა, ღონისძიება Computex-ზე ახალი ლეპტოპი – ZenBook Pro Duo წარადგინა. მოდელს აქვს არა ერთი, არამედ ორი 4K რეზოლუციის ეკრანი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი ყვეალაზე ძვრადღირებული ლეპტოპია, რომელიც აქამდე შექმნილა.
ZenBook Pro Duo-ს რვაბირთვიანი Intel Core i9 პროცესორი და Nvidia RTX 2060 ვიდეობარათითაა აღჭურვილი. აქვს 1 ტერაბაიტიანი შიდა და 32GB-იანი DDR4 ოპერატიული მეხსიერება. მისი მთავარი მონიტორის ზომა 15 ინჩია, ქვედა მონიტორის კი 14 ინჩი.
ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი თარიღი, როცა ZenBook Pro Duo ბაზარზე გამოჩნდება. თუმცა, სავარაუდოდ, ეს 2019 წლის ბოლომდე მოხდება.