28
Feb
2018

ZenFone 5 VS iPhone X

28 Feb 2018

veon
veon


მსოფლიოს ერთ-ერთმა მსხვილმა, ტექნიკის მწარმოებელმა Asus-მა საკმაოდ პრეტენზიული განაცხადი გააკეთა – კომპანია მალე ZenFone 5 გამოუშვებს, რომელიც  iPhone X-ისგან, ერთი შეხედვით, მხოლოდ ზომით იქნება განსხვავებული. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამით Asus-ი ანდროიდის მოყვარულებს iPhone-თან ადაპტაციის საშუალებას მისცემს, Apple-ს კი აშკარა კონკურენტად მოევლინება.

ZenFone 5

ვიზუალური სხვაობა მართლაც მინიმალურია – ZenFone 5-ს ექნება 6.2 ინჩიანი ეკრანი (1 inch=2.54 cm), შესაბამისად, iPhone X-ზე ცოტა დიდი და განიერი იქნება. Asus-ის „სმარტფონს“, წინა პანელის ზედა მხარეს უფრო მოკლე, მაგრამ განიერი ხმის მოსასმენი ჭრილი (ე.წ. დინამიკი) ექნება.

ZenFone 5 VS iPhone X

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს: ZenFone 5-ს Qualcomm Snapdragon 636 პროცესორი ექნება, რომელიც, სპეციალისტების თქმით, არც ძალიან სუსტი, მაგრამ არც ძალიან ძლიერი არ არის. ამასთან, ZenFone 5 აღჭურვილი იქნება 12 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელსაც დასარედაქტირებელი აპლიკაცია აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება ეს „სმარტფონი“. აღსანიშნავია, რომ  Asus-ი ZenFone 5-თან ერთად წარმოებაში კიდევ ერთ მოდელს, ZenFone 5 Z  „ჩაუშვებს“. კომპანიიის წარმომადგენლების თქმით, ის წინამორბედის გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება – ექნება  Snapdragon 845 პროცესორი და  64GB მეხსიერება,  გასაყიდი ფასი კი  $499-დან დაიწყება.

ZenFone 5 Z

 

განხილვა