in

ამბავი კომპანიაზე, რომელიც პირველ ტელეფონთან ერთად დაიბადა

სატელეკომუნიკაციო გიგანტი AT&T, დღეს, უდიდეს კომპანიებს შორის მოიხსენიება. მისი აქტივი, 2020 წლის მონაცემებით, $525.76 მლრდ-ს შეადგენს. მისი ისტორიული ფესვები კი, ალექსანდერ გრეჰემ ბელს უკავშირდება – პირველი ტელეფონის გამომგონებელს, რომლის პირველი ზარის ამბავი და ფრაზა „მისტერ უოტსონ, აქ მოდით, თქვენი ნახვა მსურს“, სკოლაშიც კი ისწავლება.

მას შემდეგ, რაც ალექსანდერ გრეჰემ ბელმა ტელეფონი გამოიგონა, 1876 წელს, მან და მისმა ფინანსურმა პარტნიორებმა, გარდინერ ჰაბარდმა და თობას სანდერსმა 1877 წელს, Bell Telephone Company დააფუძნეს. AT&T ბიზნესად 1885 წელს დარეგისტრირდა, როგორც Bell Telephone Company-ის შვილობილი კომპანია. მისი ფუნქცია საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო უზრუნველყოფა იყო. თუმცა, 1899 წელს, AT&T-მ იყიდა Bell Telephone Company-ის აქტივები და მთელი სისტემის მთავარ კომპანიად იქცა.

1927 წელს, AT&T-მ საქალაქთაშორისო სატელეფონო სერვისების მიწოდება დაიწყო ლონდონში, ორმხრივი რადიოკავშირის საშუალებით. ხუთწუთიანი სატელეფონო ზარი $75 ღირდა. რადიოკავშირი მუდმივი არ იყო და 1956 წელს, ევროპას წყალქვეშა სატელეფონო კავშირი მიაწოდეს. ტრანსოკეანური საკაბელო მომსახურება 1964 წლიდან გახდა ხელმისაწვდომი.

თავდაპირველად, AT&T-ს მონოპოლია ეკავა და აშშ-ის მთავრობის მმართველობის გავლენა არ სურდა. თუმცა, 1984 წელს, სამოქალაქო მონოპოლიის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის შედეგად, სასამართლომ Ma Bell შვიდე რეგიონულ კომპანიად დაჰყო. AT&T-მ შეინარჩუნა Bell Labs, სატელეფონო აღჭურვილობის მწარმოებელი Western Electric და საქალაქთაშორისო კავშირი. Baby Bells-ს ყვითელი ფურცლები და ადგილობრივი მომსახურება ერგო.

1995 წლის სექტემბერში, AT&T-მ რესტრუქტურიზაცია დააანონსა, რაც ამერიკული ბიზნესის ისტორიაში უმსხვილეს ნებაყოფილობით დაყოფად ითვლება. AT&T-მ შეინარჩუნა საკომუნიკაციო სერვისების მიწოდება, Lucent Technologies-მა სისტემებსა და ეკიპირებაზე მიიღეს წვდომა, ხოლო NCR კომპიუტერულ კომპანიად იქცა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

3 ტოპ ინდუსტრია, რომლის აქციებიც ბაზარზე ფასის ვარდნისთანავე უნდა შეიძინოთ

Spotify-მ და Netflix-მა ერთობლივი აუდიო ჰაბი შექმნეს!