in

უსასრულო თავბრუდამხვევი რომანტიკა AT&T-ის ვიდეორგოლში

AT&T-ს ახალი სარეკლამო კამპანია, რომელზეც სააგენტო BBDO New York-მა იმუშავა და მის ფარგლებში მაყურებელს სამი ვიდეორგოლი შესთავაზა, ძალიან სახალისოა, თანაც კარგად გადმოსცემს იმ შემოთავაზებებს, რაც ბრენდს თავისი მომხმარებლისთვის აქვს. რას შეიძლება უყუროს ადამიანმა სმარტფონში გაუთავებლად? რომანტიკას, NBA-სა და ჰოკეის საუკეთესო მომენტებს… სამივე ვიდეორგოლი ამ თემებზე დაუსრულებელ კადრებს გვთავაზობს, ზუსტად ასე ყურების უსასრულო შესაძლებლობას აძლევს AT&T თავის მომხმარებელს. მათ, ვისაც მაგალითად რომანტიკა იტაცებს, შეუძლიათ ზუსტად 45 წამის განმავლობაში ჯერ რეკლამით დატკბნენ, რომელიც თავბრუდამხვევ კადრებს სთავაზობს, ხოლო შემდეგ, სმარტფონში გააგრძელონ ყურება, მითუმეტეს, AT&T-ის შემოთავაზებები ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომია.

 

რა ბედი ელით მიტოვებულ ცხოველებს? ტყეში ნაპოვნი საყვარელი ლეკვის ისტორია

ვერასდროს გამოიცნობთ, რას ყიდის ეს მინიმალისტური რეკლამა, სანამ ბოლომდე არ უყურებთ!