1
Oct
2019

რა ასაკში ვაღწევთ შემოქმედებითობის პიკს

1 Oct 2019

თითოეული ჩვენგანი თანდაყოლილი, უნიკალური ნიჭით იბადება. ზოგი ნიჭი ადრე ვლინდება, ზოგი კი – ნელ-ნელა, ასაკის მატებასთან ერთად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შემოქმედებით ნაბიჯებს ადრე გადავდგამთ, თუ გვიან აღმოვაჩენთ, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს იმაზე, ამ პროცესს კონცეპტუალურად ვუდგებით თუ ექსპერიმენტულად. კონცეპტუალური ინოვატორები ხასიათდებიან ნიჭის 20-დან 30 წლამდე შუალედში გამოვლენით;
ექსპერიმენტატორების პიკი – დაახლოებით, 50 წლიდან იწყება.

კონცეპტუალური VS ექსპერიმენტული, ამ ორი თეორიის წინააღმდეგობა არის შემოქმედებითი უნარების გამოვლენის – კრეატიული პროცესის მამოძრავებელი ძალა. და ეს ეხება შემოქმედებით სფეროს, ხელოვნებას, პოეზიას, მეცნიერებასა თუ ეკონომიკას…

კონცეპტუალური ინოვატორები თამამ ნაბიჯებს დგამენ. დრამატულ ნახტომებს აკეთებენ თავიანთ დისციპლინაში, ახალგაზრდა ასაკიდანვე.

ალბერტ აინშტაინი არის ზუსტად ის ბიჭი, რომელიც კონცეპტუალურ ინოვატორად შეგვიძლია, განვიხილოთ. 26 წლისამ, მან რევოლუციური ფარდობითობის თეორია შეიმუშავა, რამაც მას ნობელის პრემია მოუტანა.

სხვა ადრეული ასაკის ინოვატორებად, ასევე შეგვიძლია, განვიხილოთ:

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, რომელმაც მუსიკა 5 წლის ასაკში დაწერა. და საერთო ჯამში, 600 ნამუშევარი შექმნა, მათ შორის, „რეკვიემი“, „დონ ჯოვანი“ და „ჯადოსნური ფლეიტა“.

ვინსენტ ვან გოგის წარმატების შემოტევა 1888-ში ჰქონდა, როცა 200-ზე მეტი ნახატი შექმნა, „ვარსკვლავებიანი ღამისა“ და „მზესუმზირების“ ჩათვლით.

ჰედი ლამარი იყო მეცნიერი და მიმზიდველი კინოვარსკვლავი. მან განფენილობის სპექტრის კომუნიკაციების ადრეული ტექნიკა გამოიგონა, 1941-ში, რომელიც Wi-Fi-ს, GPS-სა და Bluetooth-ის წინამორბედი იყო.

ექსპერიმენტატორები დეკადების განმავლობაში, ცდებსა და დაშვებულ შეცდომებს, საბოლოოდ, ცოდნაში აკუმულირებენ. ასეთი ადამიანები ჯერ გამოცდილებას აგროვებენ და უკვე შუა ხნის ასაკს გადაცილებულები, კარიერაში მკაფიო ცვლილებებით ხასიათდებიან.

ჩარლზ დარვინი ექსპერიმენტული ინოვატორის არქეტიპია. მან წლები შეალია ევოლუციაზე რევოლუციური თეორიის შემუშავებას, რომელიც 50 წლის ასაკში გახადა საზოგადოებისთვის ცნობილი.

სხვა ექსპერიმენტატორები არიან, მაგალითად:

თომას ედისონი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იგონებდა რაღაცებს;

კოლონელ სანდერსი
, რომელმაც KFC 65 წლის ასაკში დააფუძნა და მას შემდეგ მულტიმილიონერი გახდა;

ჯეკ მა 
40 წელს იყო გადაცილებული, როცა Alibaba დააფუძნა და ჩინეთში წარმატებული ანტრეპრენუარის სტატუსი მოიპოვა;

ვივიენ ვესტვუდი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოდის სფეროში მოღვაწეობდა, თუმცა კი, მხოლოდ 50-ე დაბადების დღეზე შეამჩნიეს მისი დიზაინები.

კრეატიულობა მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენების ერთობლიობაა. მიუხედავად იმისა, ასაკიანი ოსტატები ვართ, თუ ახალგაზრდა გენიოსები, კარგი ამბავი ისაა, რომ ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს შემოქმედებითი უნარების ნებისმიერ დროს გამოვლენისთვის.

წყარო: Medium



განხილვა