in

ატაკამას უდაბნოს ნაგავსაყრელზე მოდის კვირეული გაიმართა!

უკვე კოსმოსიდანაც კი ჩანს ჩილეს ატაკამას უდაბნოში არსებული ნაგვის მთები, რომლებიც 59 000 ტონა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისგან შედგება. ეს კი პირდაპირ მიგვანიშნებს, თუ საით მივყავართ მოდის ტრენდებს… ამიტომ, ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება გადაწყვიტეს და Atacama Fashion Week ჩაატარეს. მოკლედ გეტყვით, ზუსტად იმ მოდის კვირეულების მიხედვითაა შექმნილი, რომლებიც პარიზსა და მილანში იმართება, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით — Atacama Fashion Week ნაგავსაყრელის შუაგულში მოეწყო, სადაც მოდელებს დიზაინერების მიერ გადაყრილი ტანსაცმლისგან შექმნილი სამოსი აცვიათ.

BOG

მართალია, მოდის სამყარომ არსებული პრობლემის შესახებ კარგად იცის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეფექტურ ქმედებებს ახორციელებენ. ამიტომაც, პროექტის იდეა საჯარო და კერძო სექტორების ძალების გაერთიანება იყო — ყოველდღიურად ვხედავთ, რომ პრობლემა უარესდება, ჩვენ გვჭირდებოდა რაღაც დიდი, რომ ამ საკითხში ჩართული ყველა ადამიანის ყურადღება მიგვეპყრო.

Atacama Fashion Week — Turning Trash into Fashion-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Artplan-მა იმუშავა. ხოლო ფილმის პროდიუსერი Sugar Cane გახლდათ.

Sugar-ისთვის საოცარი შესაძლებლობა იყო იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც რელევანტური, უნიკალური და ტრანსფორმაციული ძალის მქონეა, რომელიც სცილდება მოდის სამყაროს და იყენებს აუდიოვიზუალებს სცენად, რათა ტანსაცმლის ჭარბად მოხმარების საკითხზე გაზარდოს ცნობიერება, — აცხადებს იგორ სელინგარდე, Sugarcane Filmes-იდან. 

როგორ დავწეროთ სწორი ბრიფი ინფლუენსერისთვის

როგორ მოვიქცეთ, როცა გუნდი გვადანაშაულებს