in

ნახეთ: ატაკამას უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მას Arackar licanantay – “ატაკამას ძვლები” უწოდეს

მეცნიერების მიერ ატაკამას უდაბნოში, მსოფლიოში ყველაზე მშრალ ადგილას, აღმოჩენილი ჩონჩხი დინოზავრის ჩვენთვის აქამდე უცნობ სახეობაზე მიუთითებს. ის 66 მილიონი წლის წინ, ცარცულ პერიოდში იყო ჩვენი პლანეტის ბინადარი – ეს არის ბოლო ეპოქა, ვიდრე დინოზავრები განადგურდებოდნენ.

როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ახლად აღმოჩენილ დინოზავრს პატარა თავი, გრძელი კისერი და უჩვეულოდ ბრტყელი ზურგი ჰქონდა. ნაშთები ბარძაყის ძვალს, მხრის, კისრისა და ზურგის ძვლის ნაწილებს მოიცავდა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ აღნიშნული დინოზავრი მცირეწლოვან ინდივიდს წარმოადგენდა.

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი ჩილელი გეოლოგის, კარლოს არევალოს ხელმძღვანელობით მუშაობდა. მათ ნაშთებს 1990-იან წლებში მიაკვლიეს, 2000-იან წლებში კი, კვლევები ჩაატარეს. თუმცა შედეგები რამდენიმე დღის წინ, ორშაბათს გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.

როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს არსება ტიტანოზავრის ჯგუფს განეკუთვნება. მაც Arackar licanantay დაარქვეს, რაც ადგილობრივ ენაზე “ატაკამას ძვლებს” ნიშნავს.

მალე კლასიკურ ფილმებსა და ძველ შოუებში ახალი პროდუქტების რეკლამირებას ვიხილავთ!

„წიგნების თარო“: ამერიკაში ქართული წიგნების საქართველოდან ჩამოტანა არცთუ ისე ადვილი პროცესი გახლავთ