in

ათასობით ადამიანი Minecraft-ში ნიუ-იორკს ააშენებს

იდეის ავტორი 21 წლის ფრანკფურტელი მომხმარებელი Minefact-ია

ალბათ, რთული დასაჯერებელი იქნებოდა, ვინმეს რომ ეთქვა Minecraft-ის მოთამაშეები ისტორიაში უდიდეს ციფრულ მეგასტრუქტურას შექმნიანო, თუმცა ეს ასეც მოხდა.

2500-ზე მეტი მოთამაშისგან შემდგარი გუნდი ნიუ-იორკს 1:1 მასშტაბით აშენებს. იდეის ავტორი 21 წლის ფრანკფურტელი მომხმარებელი Minefact-ია. საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის გამო კი იგი არა საკუთარ მშობლიურ ქალაქს, არამედ ნიუ-იორკს ირჩევს. საინტერესოა ისიც, რომ Minefact დედამიწის 1:1-ზე მასშტაბით შექმნაზეც ფიქრობდა…

ხოლო მაშინ, როცა ადამიანები პანდემიით დასტრესილები იყვნენ, ეს იდეა მეტად შთამაგონებელი გახდა. „ყველა სახლში იყო და ადამიანები ერთმანეთს თამაშებში, თავიანთ ახალ ნამდვილ სამყაროში ხვდებოდნენ. ეს იდეა კი ცოტათი მეტავერსს ჰგავს, თუმცა მაინც განსხვავებული იქნება“, — ამბობს Minefact.

აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ 2020 წელს ჯგუფმა პირველი პროექტი — 9/11-ის მემორიალი გამოაქვეყნა. ვიდეოს 100 000 ნახვა ჰქონდა და მომხმარებლები ამბობდნენ, რომ ეს Minecraft-ის ისტორიას შეცვლიდა…

1981 წლის ჩანაწერი — როგორ ხდება სტივ ჯობსი ის, ვინც დღეს არის

„პორშე ცენტრი თბილისის“ რეკორდული გაყიდვები და თანამედროვე სტანდარტების შოურუმი 2022-ის გეგმებში – ინტერვიუ პეტრე წაქაძესთან