5
Feb
2019

360 გრადუსით ასახული ხელოვნება – პარიზის ციფრული მუზეუმი

5 Feb 2019

გუსტავ კლიმტი, ეგონ შილე, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი – ეს იმ მხატვრების ჩამონათვალია, რომელთა ნამუშევრებსაც 2018 წელს გახსნილ პარიზის ციფრულ მუზეუმში (Atelier des Lumières) შეხვდებით. “სინათლეების ვორქშოპი” – ასე უწოდებენ გარემოს, სადაც ხელოვნება მაქსიმალურადაა გაციფრულებული. 

მე-19 საუკუნის დროინდელ შენობაში შექმნილ მუზეუმში 140 ლაზერული პროექტორია განთავსებული, რომლებიდანაც კედლებზე 3000-მდე მოძრავი გამოსახულება ირეკლება. 3D ფორმატი მნახველებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ დააკვირდნენ ვენურ მხატვრობას, არამედ იმოგზაურონ კიდეც მასში – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ ყველაფრის საშუალებას კი 10 მეტრიანი კედლები ნამდვილად იძლევა. 

360 გრადუსით ასახული ხელოვნების დათვალიერება ბეთჰოვენის, ვაგნერის, შოპენისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ფონზეა შესაძლებელი. როგორც მუზეუმის პრეზიდენტი ამბობს, თანამედროვე საზოგადოება იმ ფორმით აღარ სწავლობს/ითვისებს ხელოვნებას, რა დონეზეც საჭიროა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, შეექმნა თანამედროვე მუზეუმი – სწორედ ისეთი, როგორიც დღევანდელ კულტურას სჭირდება.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] წელს, პარიზში გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია მოეწყო. წელს კი, […]