6
Dec
2019

როგორ ჩაიარა ნამდვილმა შავმა პარასკევმა ატელიე აუთლეტში?

6 Dec 2019

27 ნოემბრის ღამიდან საქართველოში ყველაზე დიდ აუთლეტის ქსელში – ‘’ატელიე აუთლეტი’’ შავი მარათონი დაიწყო და 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა. ატელია აუთლეტმა თავის მომხმარებელს განსაკუთრებული ფასდაკლებები შესთავაზა. ყველაზე სწრაფებმა და მოხერხებულებმა 250-ზე მეტი ორიგინალი ბრენდიდან სასურველი ნივთების განსაკუთრებულ ფასად დასაკუთრება მოასწრეს და შავი მარათონის დასასრულს, ფილიალები თითქმის დააცარიელეს კიდეც.

 

 

ჩვენ შავი პარასკევი ოდნავ გასხვავებული ფორმატით შევთავაზეთ მყიდველს. 28 ნოემბერს, ღამის 10 საათიდან დაიწყო ღამის შოპინგი, რომელმაც 4 საათს გასტანა. მომდევნო დღეებში 50%-იანი ფასდაკლებებით, 1+1 აქციითა და უკვე კვირას 30%-დან 70%-მდე ფასდაკლებებით, მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, საუკეთესო შეთავაზებები მიეღოთ და სასურველი ნივთი საუკეთესო ფასად შეეძინათ. ზოგადად, საქართველოში მომხმარებლებს ნამდვილი შავი პარასკევის მოლოდინი ნაკლებად აქვთ. ფიქრობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს დღე მისი მთავარი იდეითრეალურად მომგებიანი ფასდაკლებებით არ აღინიშნება ხოლმე. ამიტომ, ჩვენ ამ შეხედულებას დავუპირისპირდით, მომხმარებლებს ნამდვილი შავი პარასკევი მოვუწყვეთ და მათ ზუსტად ისეთი შეთავაზებებით დავხვდით, როგორებითაც, ზოგადად, შავი პარასკევი მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩევა ხოლმე. როგორც აღმოჩნდა, ქართველი მომხმარებელი მსგავსი შეთავაზებებით ინტერესდება და მეტიც, მზად არის ძალისხმევა არ დაზოგოს ექსტრემალური შოპინგის პირობებშიც. შავი მარათონის შემდეგ ატელიე აუთლეტში ძალები მალევე აღვიდგინეთ, მუშაობაც ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ და ჩვენს მომხმარებელს ყოველ პარასკევს ახალ-ახალ საუკეთესო შეთავაზებებს ვთავაზობთ“ ამბობს ატელიე აუთლეტის PR მენეჯერი ანანო შარიქაძე.

ატელიე აუთლეტი არ ყოფილა ერთადერთი ბრენდი, რომელმაც თავის მომხმარებელს შავ პარასკევს დიდი ფასდაკლებები შესთავაზა. სააფთიაქო ქსელები PSP და GPC-იც იმ კომპანიების სიაში მოხვდნენ, რომლებმაც, 29 ნოემბერს, თავის მომხმარებელს 50%-იანი ფასდაკლებები შესთავაზა.

მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ფოტო მასალაში კარგად ჩანს, დაცარიელებული თაროები.

არც კომპანია სილქნეტი ჩამორჩა ტენდენციას და საკუთარი მომხმარებელი ამ დღეს 50%-იანი ფასდაკლებით დაასაჩუქრა.

საინტერესოა, რა ხდებოდა სხვა კომპანიებში შავ პარასკევს?

[R]

განხილვა