18
Dec
2019

„ყველაფერი კარგი დასწრებაზეა!“ – „ატელიე აუთლეტი“ საახალწლო მარათონს იწყებს!

18 Dec 2019

1, 2, 3… ათვლა დაიწყო! – ყველაზე დიდი შავი პარასკევის შემდეგ, „ატელიე აუთლეტმა“ საკომუნიკაციო სააგენტო Leavingstone-თან ერთად, წინასაახალწლო მარათონში გამოგვიწვია. აუთლეტის სარეკლამო ვიდეორგოლში შოპინგი სპორტულ შეჯიბრს დაემსგავსა, დახლები ბარიერებად გადაიქცა, სალარო – ფინიშის ხაზად. ყველა, განურჩევლად ასაკის, სქესის თუ ხასიათისა, იბრძვის პირველობისთვის. იმის გამო, რომ საუკეთესო შეთავაზებები ყოველთვის დასწრებაზეა, ვინც ყველაზე სწრაფი და მოხერხებული აღმოჩნდება, სწორედ ის  დაბრუნდება სახლში  საუკეთესო შენაძენით და აღარ მოუწევს ბევრი ფიქრი, რა ჩაიცვას ახალ წელს.

 

 

„ატელიე აუთლეტი“, ყველაზე დიდი აუთლეტის ქსელია, რომელიც 250-ზე მეტ ბრენდს აერთიანებს და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, ნივთების ზომები თუ რაოდენობა, ხშირად, შეზღუდულია. რაც ნიშნავს, რომ ორიგინალი ტანსაცმელი ელვის სისწრაფით ქრება დახლებიდან.

აუთლეტის ქსელი თავის მომხმარებელს მუდმივად მოუწოდებს თადარიგი დროულად დაიჭირონ და დაისაკუთრონ საუკეთესო შეთავაზებები, რომლითაც არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ, მუდმივად ანებივრებს.

„ატელიე აუთლეტი“, როგორც აუთლეტ ქსელის ყველაზე დიდი წარმომადგენელი საქართველოში, უკვე ერთი წელია, ქართულ ბაზარზე არსებობს და პოზიციონირდება, როგორც Black Friday ბრენდი.

მაღაზია მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზებებს გამუდმებით სთავაზობს – მაგალითად, ყოველ პარასკევს ახალ-ახალი კოლექციით ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარასკევობით, ატელიე აუთლეტის მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი შანსი აქვთ, იპოვონ და დაისაკუთრონ მათთვის სასურველი ნივთები, საუკეთესო ფასად.

როგორც აუთლეტის ქსელის წარმომადგენლები ამბობენ, ქართველ მომხმარებლებს ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ აუთლეტ მაღაზიის კონცეფციაზე და ჰგონიათ, რომ მსგავს მაღაზიებში, ყველაფერს ძალიან დაბალი ღირებულება უნდა ჰქონდეს,  ან ელოდებიან კონკრეტული ბრენდისა და ხაზის მთლიან კოლექციას. საბოლოოდ კი ისე ხდება, რომ ვერ პოულობენ სასურველი ზომისა და სტილის ნივთებს ერთდროულად, შეზღუდული რაოდენობის გამო. არასწორი დამოკიდებულება და არაინფორმირებულობა, მომხმარებლებში სკეპტიციზმს და ბრენდის მიმართ უნდობლობასაც იწვევს.

როგორც გითხარით, წინასაახალწლო კამპანიაზე, სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა, მათ საერთო მიზანს, უპირველესად, აუდიტორიის არასწორი აღქმის შეცვლა წარმოადგენდა. შესაბამისად, კამპანიის მთავარი მესიჯი არის ის, რომ „ატელიე აუთლეტში“ ხარისხიანი პროდუქციის განსაკუთრებულ ფასად შეძენა შეუძლია ყველას, ვინც თადარიგს დროულად დაიჭერს და ყველაზე სწრაფად, გონივრულად იმოქმედებს.

ამიტომაც,  „ატელიე აუთლეტი“, როგორც შესაძლებლობების ბრენდი, პრაქტიკული, სასარგებლო არჩევანის დროულად გაკეთებას გვირჩევს – მანამ, სანამ ამ შესაძლებლობას სხვა გამოიყენებს.

რატომ? – იმიტომ, რომ ყველაფერი კარგი დასწრებაზეა!

 

[პარტნიორის კონტენტი]

 

განხილვა