25
Sep
2019

ჰუმანოიდი რობოტი Atlas პარკურის მოძრაობებს ასრულებს [ვიდეო]

25 Sep 2019

veon
veon


Boston Dynamics-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კომპანიის მიერ შექმნილ ჰუმანოიდ რობოტ Atlas-ს ახალი შესაძლებლობები აქვს. ის ტანმოვარჯიშის მსგავს მანევრებს ასრულებს. მათ შორის, დგება ხელებზე, ასრულებს ბრუნებს და 360 გრადუსიან ნახტომებს ჰაერში. აქამდე, „ატლასი“ სირბილს, წინაღობების დაძლევას და ვიწრო გადასასვლელზე წონასწორობის დაცვას ახერხებდა. დღეს ის პარკურისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს თავისუფლად ართმევს თავს.

Atlas იყენებს მთლიან სხეულს დინამიური მანევრების შესასრულებლად. ოპტიმიზაციის მეშვეობით, ალგორითმი თითოეული მანევრის აღწერას მოძრაობად აქცევს. მოძრაობის კონტროლი კი Model Predictive Controller-ის მეშვეობით ხდება.

განხილვა