in

Boston Dynamics-ის რობოტი მშენებლებს ეხმარება

Boston Dynamics-ის ორფეხა რობოტმა, სახელად Atlas, კიდევ უფრო შთამბეჭდავი უნარები გამოავლინა. პარკურის ექსპერტმა ახლად გამოქვეყნებულ ვიდეოში პრობლემები შესანიშნავად გადაჭრა — ის სიმულაციურად შექმნილ სამშენებლო მოედანზე იმყოფება, ხარაჩოზე თავისუფლად მოძრაობს და მშენებლებს იარაღებს აწვდის.

„მხოლოდ იმაზე არ ვფიქრობდით, თუ როგორ მოახერხებდა რობოტი დინამიკურად მოძრაობას, როგორც ეს ცეკვის და პარკურის ვიდეოების დროს ხდებოდა. ახლა ჩვენი მიზანია, ატლასმა მის გარშემო არსებული ობიექტების აღქმა და მანიპულაცია შეძლოს“, — ამბობს სკოს კუინდერსი, Boston Dynamics-ის გუნდის ხელმძღვანელი.

რასაკვირველია, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს დიდხნიანი რეპეტიცია უდევს საფუძვლად, თუმცა ცდების რაოდენობა მეორეხარისხოვანია — მთავარია შედეგი, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. ახლა ნათელი გახდა, როგორ შეუძლია ამ რობოტს თავისი შესაძლებლობების ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება, მძიმე სამუშაოების შესრულება და გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა.

ამავდროულად, Boston Dynamics-მა უკვე დაიწყო თავისი ორი რობოტის — Stretch-ისა და Spot-ის გაყიდვა. პირველი მათგანი ბორბლიანი, საწყობის ცალხელა რობოტია; ხოლო მეორე ოთხფეხა რობოძაღლია, რომელიც უკვე რამდენიმე კომპანიაში მუშაობს გარემოს მონიტორინგისა და მეხანძრეების დამხმარედ.

კუინდერსის თქმით, ამ ორ მოდელთან შედარებით, „ატლასს“ წარმოების, ქარხნულ თუ სამშენებლო სფეროში შეუძლია მუშაობა. „გარემო, რომელშიც აქამდე მხოლოდ ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი, ორფეხა რობოტებზე განსაკუთრებულ მორგებას არ საჭიროებს“. თუმცა Atlas ჯერ კიდევ შორსაა ჰუმანოიდი რობოტებისგან, რომლებსაც პოტენციურად საშიში ამოცანების ამოხსნაც კი შეუძლიათ.

როგორ არ უნდა შეუშალონ ხელი მენეჯერებმა თანამშრომლებს კონცენტრირებაში?

„შკოდავერსი” – Škoda-ს ახალი, ვირტუალური სამყარო