in

Boston Dynamics-ის რობოტი პარკურის შესრულებისას წაიქცა

ატლასი ამ მოძრაობების დახვეწას თვეების განმავლობაში ცდილობდა…

veon
veon

შეიძლება, ყოველ დილით შეშფოთებული იღვიძებთ იმის გამო, თუ რამდენად მოინდომებენ რობოტები კაცობრიობის გაწყვეტას… სწორედ ამ შიშის დასათრგუნად და სიმშვიდის მოსაგვრელად, Boston Dynamics-მა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში მისი რობოტი Atlas პარკურის შესრულებისას ეცემა და როგორც აღმოჩნდა, ასეთი შემთხვევა უფრო ხშირია, ვიდრე წარმატებით შესრულებული მოქმედებები.

კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჰუმანოიდი რობოტი შთამბეჭდავად ასრულებს პარკურს. ატლასი ამ მოძრაობების დახვეწას თვეების განმავლობაში ცდილობდა… თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პარკური საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა, ფიზიკურად ყველაზე კარგად მომზადებულს სპორტსმენებსაც კი უჭირთ შოუს წარმატებით განხორციელება. ამიტომაც, ბუნებრივია, თუ რობოტს, რომელსაც აქამდე არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, გარკვეული შეცდომებიც ახლდეს თან.

რა თქმა უნდა, ჰუმანოიდი რობოტის შექმნა და მისი შესაბამისად დაპროგრამება, დიდი პასუხისმგებლობაა. ადამიანური ქცევების რობოტში ინტეგრირება კი დიდ სირთულესთან ასოცირდება და დიდ მუშაობასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, Boston Dynamics-ის თქმით, ყველა ხარვეზს მოეძებნება მიზეზი – მათ შორისაა ჰიდრავლიკური სითხის გაჟონვა და ჭანჭიკების მოშვება.

თუმცა ატლასის შემქმნელები მზად არიან ამ ხარვეზებისთვის. რობოტი პირველ რიგში კვლევის ინსტრუმენტის სახითაა შემუშავებული. და ყოველ ჯერზე, როცა რაღაც სწორად არ მიდის, ატლასის სულ უფრო მეტად ვითარდება. ასე რომ, ძალიან მოკლე ვადაში მისგან წარმოუდგენელ ახალ უნარებს უნდა ველოდეთ. ასეც რომ არ მოხდეს, ატლასის მოძრაობები იმდენად უახლოვდება ადამიანურს, ესეც საკმარისია რობოტისადმი დადებითი განწყობის შესაქმნელად.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის გააუმჯობესებს ატლასი პარკურის ილეთებს და ნაკლებად ვიდარდოთ იმაზე, რომ რობოტები ერთ დღესაც ამოგვხოცავენ.

Setantasports.com-ზე სპორტის ყურების ახლებური გამოცდილება იწყება

Spider-Man: No Way Home-ის ტრეილერს 24 საათში 355.5 მილიონი ნახვა ჰქონდა!