in

ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც შესაძლოა, მარსზე გაგზავნონ

M2

Boston Dynamics-მა შექმნა ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც ვიწრო, საცალფეხო ხიდზე, წონასწორობის დაცვით შეუძლია გადასვლა. რობოტი სახელად Atlas მოქნილია, აქვს ავტონომიური დაგეგმვის სისტემა (რაც გადაადგილებისას გადაწყვეტილებების ავტონომიურობას გულისხმობს) და მის განვითარებასა და გამოცდაზე, ამჟამად, ფლორიდის ინსტიტუტში მუშაობენ. სატესტო ჩვენებისას „ატლასმა“ ბეტონის ბლოკებს შორის მანევრირების უნარი გამოავლინა. ეს კი მასში ჩამონტაჟებული ლაზერული და სინათლის იმპულსების სენსორებით გახდა შესაძლებელი. „ატლასს“ ობიექტსა და მას შორის დისტანციის გამოთვლა და გარემოს ვიზუალური აღქმაც შეუძლია.

Euronews-ის მიხედვით, ფლორიდის ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ Atlas შესაძლოა სასარგებლო იყოს ადამიანისთვის საშიშ და მიუწვდომელ ადგილებში. მათ შორის კი, დიდი შანსია, „ატლასი“ ან მისი გამოცდის საფუძველზე შექმნილი რობოტები მარსის მისიებისთვის გამოიყენონ.

„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ – ალექს ოსტერვალდერის წიგნი ქართულ ენაზე 

ამერიკულმა ჟურნალმა ლევან გელბახიანი კანის ყველაზე ნიჭიერ ვარსკვლავებში დაასახელა